სიახლეები

გამოქვეყნების თარიღი 16.04.2021
როგორ შევარჩიოთ საცხოვრებელი უბანი თბილისთან ახლოს

თბილისის ისტორია თექვსმეტ საუკუნეს მოიცავს. ეს ქალაქი განსაკუთრებულად საინტერესოა თავისი მრავალფეროვანი კულტურით:  ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარები, შუასაუკუნეების ტაძრები, ციხე-სიმაგრეები, მოჩუქურთმებულ-ვიტრაჟული თბილისური ეზოები, სხვადასხვა ეპოქის არქიტექტურულ ნიმუშები თუ მუზეუმები... ევროპისა და აზიის გასაყარზე გაშენებული ეს ქალაქი დაუვიწყარი მოგონებებითა და შთაბეჭდილებებით ავსებს მნახველებს.

 

თბილისის ცენტრი და გული თავისუფლების მოედანია. აქ ყველაზე ხშირად შეხვდებით ფერად ტანსაცმელში, დიდი ჩანთებითა და ფოტოაპარატებით მოსიარულე ვიზიტორებს. იმისდა მიუხედავად, რომ ლეღვთახევის ჩანჩქერიდან დაწყებული თბილისის ეროვნული პარკით დასრულებული, უცხო ქვეყნიდან ჩამომსვლელებისთვის ეს ქალაქი კვლავ რჩება მრავალფეროვნების სიმბოლოდ, თბილისელებისთვის წლებთან ერთად ქალაქში ცხოვრება უფრო და უფრო რთულდება. ამას კი რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი და უმთავრესი სირთულე ქალაქის არქიტექტურული განაშენიანებაა, რომელიც დიდ არჩევანს არ გაძლევს, რომ იცხოვრო ისეთ სიმწვანეში და ბუნებაში, როგორშიც ოჯახთან ერთად დასახლებას მოისურვებდი. მეორე მუდმივი საცობებია - ეს კი დრო და დრო უფრო მწვავე პრობლემა ხდება, გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქი იზრდება, მანქანების რაოდენობა კი არა და არ მცირდება. მესამე სუფთა ჰაერია. ის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერი ადამიანისთვის. ეს პრობლემები, ბუნებრივია, ჩვენი ცხოვრების წესსა და მენტალურ ჯანმრთელობაზეც აისახება. ერთი მხრივ რთულია გადატვირთულ ქალაქში ჯანსაღი ცხოვების წესს მისდიო, მეორე მხრივ კი ბუნებისგან შორს ყოფნა ჩვენი ფსიქიკისთვისაა დამაზიანებელი. 

 

სწორედ ამიტომ, როდესაც თბილისში სახლის შეძენაზე ჩამოვარდება დისკუსია, პასუხი მუდამ ერთი მაქვს: ვიპოვო ადგილი, სადაც სიმშვიდეში, დაცულად, თბილისთან და სიმწვანესთან ძალიან ახლოს შევძლებ ცხოვრებას.

 

თითქოს, რთული დავალებაა იპოვო ასეთი ადგილი. სინამდვილეში კი, ყველაფერი გაცილებით მარტივადაა - სიმეტრია პარკის შესახებ თუ გსმენიათ?

 

„სიმეტრია პარკი“ საშუალებას გაძლევთ, ქალაქის ცენტრთან ახლოს, თავისუფლების მოედნიდან სულ რაღაც 8 წუთის სავალზე, უკან მოიტოვოთ თბილისის დაბინძურებული ჰაერი, მაღალი, ნაცრისფერი კორპუსები და მანქანებით გადავსებული ქუჩები.

 

“სიმეტრია პარკის” პროექტი აერთიანებს 21 ინდივიდუალ სახლს, Park View-ს აპარტამენტებს, Panorama View აპარტამენტებსა და 10 ინდივიდუალურ სახლს.

“სიმეტრია პარკზე” საუბრისას მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ამ საცხოვრებელ კომპლექსში უზრუნველყოფილი იქნებით ყველაფრით, რაც თქვენი კომფორტისთვისაა საჭირო და აუცილებელი: აპარტამენტები თბილისის ცენტრთან ახლოს, ხედები ქალაქსა და ბუნებაზე, გამორჩეული ადგილმდებარეობა რეკრეაციული ზონებით, ბინები პანორამული ხედით, მთაწმინდის პარკთან, ბოტანიკურ ბაღთან და კუს ტბასთან დაკავშირებული სამანქანო გზები, ენერგო ეფექტური შენობები ინდივიდუალური მზის ელექტრო სადგურით, გამართული ინფრასტრუქტურა, ოთხი სეზონის გამწვანება, მებაღის მომსახურება, დაცვის სისტემა, საერთო მოხმარების სივრცეები (სამუშაო სივრცე, სპორტდარბაზი, სპა, იოგას დარბაზი), 24 საათიანი უსაფრთხოებისა და ვიდეოდაკვირვების სისტემები, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა, საფეხმავლო ბილიკები...

 

მთაწმინდის პარკის სიახლოვეს, რეკრეაციულ ზონაში გაშენებული თანამედროვე საცხოვრებელი უბანი დაგეხმარებათ თბილისიდან რამდენიმე წუთის სავალზე პირადი სამოთხე მოიწყოთ და ოცნებად ქცეული ცხოვრება ხელშესახები გახადოთ. გიფიქიათ, სიმწვანეში ცხოვრებაზე? გიფიქრიათ, სახლზე, რომელიც ოთხ კედელზე მეტია? მეგობრებთან ერთად გატარებულ მხიარულ საღამოებსა და ჰარმონიულ დილაზე? - ეს ყველაფერი თავისუფლების მოედნიდან რამდენიმე ნაბიჯზეა.

 

საბოლოოდ, “სიმეტრია პარკი” ერთ მთავარ დაპირებას იძლევა, რომ ჩვენი ცხოვრება მასთან ერთად უკეთესობისკენ შეიცვლება: დილას ვარჯიში, იოგა, გემრიელი სმუზი, სიმწვანეში ოჯახთან და მეგობრებთან ერთად პიკნიკი, ბავშვთა გასართობი სივრცეები და საღამოს სიგრილესა და სიმშვიდეში მუსიკალური ჰანგების ფონზე გემრიელი კერძებით საყვარელი ადამიანების გამასპინძლება.

 

 

საუბარს ისევ იმ მთავარი კითხვით დავასრულებ, რითაც დავიწყე - როგორ ვიპოვო ადგილი, სადაც სიმშვიდეში, დაცულად, თბილისთან და სიმწვანესთან ძალიან ახლოს შევძლებ ცხოვრებას?

 

პასუხს კი, დარწმუნებული ვარ, ჩემთან ერთად თქვენც მიაგენით.