სიახლეები

გამოქვეყნების თარიღი 08.06,2021
რატომ უნდა შეიძინოთ აგარაკი ოქროყანაში?

საცხოვრებელი ადგილის შერჩევისას, პირველ რიგში, გასათვალისწინებელია მისი ადგილმდებარეობა, რამაც  უნდა შეუქმნას ადამიანს კომფორტის, სიმშვიდისა და და რაც მთავარია - საკუთარი არჩევანით კმაყოფილების განცდა. დღეს, აჩქარებული  და დამღლელი ცხოვრების რითმში ყველაზე მეტად ადამიანს უჩნდება მშვიდი და სტაბილური ცხოვრებით ტკბობის სურვილი, ეძებს ადგილს, სადაც შეძლებს განტვირთვასა და ძალების აღდგენას. ადრე დასვენება მხოლოდ მოკლე, საშვებულებო პერიოდთან იყო ასოცირებული. დღეს „სიმეტრია პარკი“ აძლევს ადამიანებს იმის შესაძლებლობას, რომ ბუნების სიმშვიდესა და სიმწვანეში გაშენებულ სააგარაკე სახლებში იპოვნონ ადამიანებმა სულიერი სიმშვიდე, ბედნიერად იგრძნონ თავი ახლობლებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში ისე, რომ არ დაელოდონ ზაფხულის ან ზამთრის საშვებულებო დღეებს. 

„სიმეტრია პარკმა“, ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, არჩევანი ოქროყანაზე შეაჩერა. თბილისთან სიახლოვეს გაშენებულ სააგარაკე სახლებში მაცხოვრებლებს აქვთ ბედნიერება წელიწადის ნებისმიერ დროს ხმაურიანი ქალაქისგან სულ რამდენიმე  წუთში თავი შეაფარონ მყურდო და მშვიდ  გარემოს, სადაც ყველა პირობაა შექმნილი დასვენებისა და სულიერი ძალების აღდგენისათვის.  თუ ადრე სიტყვა „აგარაკი“ მხოლოდ ზაფხულის დღეებში გასატარებელ ადგილს გულისხმობდა, დღეს „სიმეტრია პარკი“ ყველა მსურველს აძლევს  შესაძლებლობას, თბილისთან ახლოს, სააგარაკე და რეკრეაციულ ზონაში - სახლი ოქროყანის ულამაზეს გარემოში ფლობდეს საკუთარ, მუდმივ საცხოვრებელ სახლს, რომელიც ამავდროულად ადამიანს თავს აგრძნობინებს აგარაკზე და მუდმივად შეუქმნის დასასვენებელი ადგილის განცდას - ზაფხულში ოქროყანის  სიმწვანესა და სიგრილეში, ზამთარში კი - თბილი და მყუდრო სახლებიდან თეთრადგადაფიფქული ტყეებისა და ვერცხლისფერი ბუნების პეიზაჟებით ტკბობის საშუალებას. ეს სააგარაკე სახლები ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ საზაფხულო ადგილი, ის არის ადამიანის წელიწადის ყველა დროს, ყოველ წუთს და ყოველს წამს ადამიანის სულიერი სიმშვიდის,  ბუნებასთან ჰარმონიაში ყოფნისა და  კომფორტის სივრცე. 

ოქროყანის სარეკრეაციო-სააგარაკე ზონაში „სიმეტრია-პარკის“ საინტერესო პროექტრის, სამშენებლო ტექნოლოგიებისა და ლანდშაფტის დიზაინის დახმარებით შექმნილი სააგარაკე სახლები მიმზიდველია თბილისთან სიახლოვის გამოც. 

ოქროყანისა და ზოგადად ე.წ. ზედა თბილისის გაშენების იდეა გაჩნდა ჯერ კიდევ 1900-იან წლებში.  გეგმის მიხედვით „ზედა თბილისი“ ოქროყანაში მთაწმინდის პლატოზე უნდა გაშენებულიყო. შემუშავდა შესაბამისი განაშენიანების გეგმაც. ერთ-ერთმა ბელგიურმა კომპანიამ ოქროყანის ქვედა თბილისთან დაასაკავშირებლად თბილისის სავიზიტო ბარათი - ფუნიკულიორი ააშენა. ამ მიწაზე მოგვიანებით მთაწმინდის პარკი გაშენდა და  სააგარაკედ იმთავითვე მეტად პრესტიჟული და მიმზიდველი   გახდა. თბილისელებს ზაფხულში ყოველთვის მიუწევდათ გული ოქროყანის სიგრილისა და ჩრდილიანი ტყეებისკენ და უმეტესობისთვის ოქროყანაში ცხოვრება და დასვენება მიუწვდომელი ნატვრაც კი იყო, რადგან  აგარაკი პრესტიჟულ ადგილას ყოველთვის იყო და არის ინდივიდუალურობის დემონსტრირება. 

კომპანია „სიმეტრია პარკის“ მიერ  მოწინავე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გამოყენებით ოქროყანის სააგარაკე-სარეკრეაციო სივრცეში გაშენებული  თანამედროვე საცხოვრებელი უბანი მოწესრიგებული ქუჩებითა და ეზოებით, მრავალფეროვანი გამწვანებით, ცენტრალური პარკით, ანტიალერგიული მცენარეებითა და სხვადასხვა სერვისებით  მაცხოვრებლებისთვის ქმნის დამატებით კომფორტსა და მათზე ზრუნვის განცდას. 

ბოლოს განვითარებულმა პანდემიურმა მოვლენებმა კიდევ ერთელ გვაჩვენა ადამიანის ლტოლვა ბუნებისადმი. ბევრი შენატროდა იმათ, ვისაც ჰქონდა ქალაქიდან გასვლის, ბუნაბაში ცხოვრების საშუალება. და თუ ასეთი სივრცე არის თბილისთან ახლოს, სულ რამდენიმე წუთის მანძილზე, ეს კიდევ ქმნის დამატებით კომფორტს  ადამიანებისთვის, ვისაც  ხშირად აქვს ქალაქში ყოფნის აუცილებლობა სამსახურეობრივი თუ სხვა მიზეზების გამო.  

ოქროყანა  თავისი დიდი სივრცეებითა და ულამაზესი ხედებით შესანიშნავი ადგილია ხალხმრავალი ადგილებიდან მოშორებით ყოფნისა და განტვირთვისათვის. კოჯრის ტყის გარემოცვაში გაშენებული „სიმეტრია პარკის“  კომფორტული საცხოვრებელი უბანი, თავისი სააგარაკე სახლებითა და სარეკრეაციო ზონებით, გაგათავისუფლებთ მთელი კვირის სტრესისგან, დაღლილობისგან და აგავსებთ ახალი ენერგიითა და შთაბეჭდილებებით. დღეს ბუნება და გამორჩეულ ადგილას  კეთილმოწყობილი თანამედროვე სააგარაკე სახლები თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. „სიმეტრია პარკის” სააგარაკე სახლები  უზრუნველყოფილია ყველა პირობით, რაც აუცილებელია იდეალური საცხოვრებელი გარემოსა და ადამიანის საჭიროებებისთვის. 

ქალაქის ხმაურსა და უჰაერობაში მაცხოვრებელი ადამიანები ხშირად ნატრობენ, გაექცნენ ამ ქაოსს და სიმშვიდე ჰპოვონ ბუნებაში, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე საათით, ანდა თუნდაც, რამდენიმე დღით ამ სიმშვიდის განცდა დიდხანს ვერ მიჰყვება მას და უჩენს სურვილს, მუდმივად განიცდიდეს ამ კომფორტს, თავისუფლებას,  და რაც მთავარია, ეს კომფორტი განიცადოს საკუთარ საცხოვრებელ სახლსა და სივრცეში. სულ სხვაა, როცა ადამიანი ამ კომფორტულ ზონას თავისად თვლის და მუდმივად აქვს ამ საკუთარ კომფორტულ გარემოში ქაოსისგან დაცვისა და თავის შეფარების სურვილი. თანამედროვე ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, დაცულობისა და სიმშვიდის განცდა. „სიმეტრია პარკმა“ ოქროყანის სააგარაკე-რეკრეაციულ ზონაში  პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსის შექმნისას გათვალა ყველა ეს მნიშვნელოვანი დეტალი და მოარგო ადამიანის სურვილებსა და საჭიროებებს ისე, რომ ოქროყანაში თქვენი მომავალი სახლი თქვენი ყველაზე საიმედო თავშესაფარი გახდეს და მასში ცხოვრებისას ხშირად გაგახსენდეთ ცნობილი ინგლისური გამოთქმა: „ჩემი სახლი - ჩემი ციხესიმაგრე!“