სიახლეები

გამოქვეყნების თარიღი 28.06.2021
საუკეთესო აპარტამენტები თბილისის რეკრეაციულ უბანში - სიმეტრია პარკი

ბოლო დროს, აქტიური ცხოვრებით დაკავებული ადამიანებისთვის პრიორიტეტული გახდა ქალაქის  ხმაურისა და დაბინძურებული ჰაერისგან მოშორებით ყოფნა. ჰარმონიული ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი გახდა ქალაქის შემოგარენში დასახლება. სწორედ ამიტომ, ქალაქის სიახლოვეს გაჩნდა ახალი, თანამედროვე ურბანული კერები, უზრუნველყოფილი გამართული ინფრასტრუქტურითა და კომფორტული ცხოვრებისთვის საჭირო ყველა პირობით.

„სიმეტრია პარკის“ საცხოვრებელი კომპლექსის შემადგენელი აპარტამენტები თბილისის ცენტრთან ახლოს გამოირჩევა დახვეწილი არქიტექტურით და გამართული ინფრასტრუქტურით, რაც აკმაყოფილებს ყველა ასაკისა თუ გემოვნების ადამიანს. „სიმეტრია პარკის“ თანამედროვე უბანი რამდენიმე დაბალსართულიან შენობას აერთიანებს, მათ შორისაა 21 აპარტამენტისგან შემდგარი ოთხსართულიანი საცხოვრებელი, პანორამული ხედებით თბილისსა და ბუნებაზე.

ცალკე აღნიშვნის ღირსია აპარტამენტების გამორჩეული ადგილმდებარეობა - ქალაქის ცენტრიდან სულ რაღაც 8 წუთის სავალზე. აქვე დაგხვდებათ კონსიერჟის მომსახურება და 24 საათიანი დაცვის სისტემა.

თუ წაკითხულმა ოქროყანაში აპარტამენტის შეძენაზე დაგაფიქრათ, დაწვრილებით გაეცანით, რას გთავაზობთ ჩვენი დახურული საცხოვრებელი უბანი „სიმეტრია პარკი“:

ცენტრალური პარკი

ქალაქის ცენტრში გამწვანების პრობლემა ძალიან აქტუალურია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მანქანების გამონაბოლქვის დონე მაღალია. სიმეტრია პარკის პროექტში სუფთა ჰაერი დაგხვდებათ. აქ  გაშენებულია ანტიალერგიული მცენარეები, ოთხსეზონიანი მრავალფეროვანი გამწვანება. პარკის ეკოლოგიური და რეკრიაციული დატვირთვა საკმაოდ დიდია. ამასთანავე უნდა აღვნიშნოთ კოჯრის ტყის დაბალანსებული კლიმატი და  ბუნებასთან სიახლოვე.

 

 

საბავშვო მოედანი

ჰარმონიული თანაცხოვრებისთვის აუცილებელია ბავშვების ინტერესების გათვალისწინებაც.  „სიმეტრია პარკში“ თქვენს პატარებს დახვდებათ საბავშვო მოედანი, სადაც  შეძლებენ თავისუფალი დროის ხარისხიანად და ხალისიანად გატარებას. ჩვენი რეკრეაციული ზონები ხელს შეუწყობს ჯანსაღი აქტივობების წახალისებას და მათ სოციალიზაციას. საბავშვო მოედანი, ისევე როგორც საბავშვო ოთახი, თქვენს პატარებს თავისუფალ დროის სასიამოვნოდ გატარებაში დაეხმარება, გაერთონ და შეიძინონ ახალი მეგობრები.

 

ფიტნეს დარბაზი

თანამედროვე საცხოვრებელი სივრცე უნდა უზრუნველყოფდეს ბინადრების ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებას, განსაკუთრებით დღესდღეობით, როდესაც კიდევ უფრო დიდ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენს ჯანმრთელობას. ამიტომაც სიმეტრია პარკი გთავაზობთ სპორტულ და ფიტნეს დარბაზს, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტრენაჟორებით და ნამდვილად გახდება თქვენი საყვარელი ადგილი. გარდა ამისა, აუცილებელია მენტალური ჯანმრთელობაც და სულიერი სიმშვიდის შენარჩუნებისთვის კიდევ უფრო მეტი ნაბიჯის გადადგმა, რასაც ჩვენი სპა ოთახი უზრუნველყოფს. სპა ზონა საერთო გამოყენების სივრცეა და „სიმეტრია პარკის“ ნებისმიერი მაცხოვრებლისთვისაა ხელმისაწვდომი. სპა რელაქსაცია საშუალებას მოგცემთ დამღლელი დღისა და კვირის შემდეგ განიტვირთოთ.

 

სიმეტრია პარკის კომპლექსი გათვლილია ყველა გემოვნების ადამიანზე.  ამიტომაც, ჩვენს ტერიტორიაზე იფუნქციონირებს ალტერნატიული გამაჯანსაღებელი სივრცეები - საფეხმავლო ბილიკები, რომელიც საშუალებას მოგცემთ დაგეგმოთ ოჯახური ველოტურები და თავისუფალი დრო ერთად და, რაც მთავარია, ჯანსაღად გაატაროთ.

 

იოგა

იოგა ადამიანებს ეხმარებათ თვითრეალიზაციაში, სულიერ და ფიზიკურ გაჯანსაღებაში. თანამედროვე და ქაოტურ სამყაროში ძალიან მნიშვნელოვანია დრო დავუთმოთ თავის მოვლას. „სიმეტრია პარკის“ იოგას დარბაზში განტვირთვას პანორამული ხედების ფონზე შეძლებთ.

 

 

საერთო შეხვედრების სივრცე

პროექტის „ სიმეტრია პარკი“  უპირატესობა არ არის მხოლოდ არქიტექტურა,  სიმწვანე და უნიკალური ადგილმდებარეობა. პროექტს გამოარჩევს გამართული ინფრასტრუქტურა და საერთო მოხმარების სივრცეების მრავალფეროვნება - სივრცე გართობისთვის, სამუშაო სივრცე, გამაჯანსაღებელი და ა.შ. მნიშვნელოვანია ვცხოვრობდეთ ჰარმონიულად როგორც შინ, ისე გარეთ და ჩვენი პროექტის ამის საშუალებას გასძლევთ. 

 

ორდონიანი პარკინგი

ქალაქის ცენტრში ცხოვრებისას ერთ-ერთი მთავარი პრობლემა პარკირებაა, რაც  ხშირად ძვირფასს დროს გვართმევს. „სიმეტრია პარკის“ საცხოვრებელ კომპლექსში ორდონიანი პარკინგი დაგხვდებათ, რათა ავტომობილით გადაადგილება თქვენთვის უფრო მარტივი და კომფორტული გახდეს.

 

თანამედროვე საცხოვრებელ უბანში „სიმეტრია პარკი“ შექმნილია მშვიდი და სასიამოვნო გარემო, რასაც ხელს უწყობს კოჯრის ტყის სიახლოვე, სუფთა ჰაერი,  ჯანსაღი ცხოვრების წესზე გათვლილი სივრცეები, მოწესრიგებული სატრანსპორტო სისტემა და  პანორამული ხედები ქალაქის ულამაზეს ნაწილზე.