სიახლეები

გამოქვეყნების თარიღი 2022.02.06
იცხოვრე ისე, როგორც საოცნებო ქვეყანაში მოგზაურობისას – აქცია „სიმეტრია პარკისგან“

უცხოეთში მოგზაურობისას ხშირად წარმოვიდგენთ ხოლმე, რამდენად განსხვავებულები ვიქნებოდით, ამ ქვეყანაში რომ გვეცხოვრა, რა შეიცვლებოდა ჩვენს ყოველდღიურობაში და საერთოდ როგორი იქნებოდა ის. მერე კი, თუ ეს წარმოდგენები მოგვწონს, ვცდილობთ, რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ, საოცნებო ქვეყნებისას დაემსგავსოს. თუმცა, ალბათ, სულ სხვაა შეგრძნება, როცა ჰოლანდიაში, შვეიცარიაში ან თუნდაც შვედეთში მოგზაურობ და ყველაფერს გაფაციცებით იმიტომ აკვირდები, რომ ზუსტად იცი: სამშობლოში დაბრუნებულს, ახალ საცხოვრებელ სახლშიც სწორედ იგივე გარემო დაგხვდება.

 

„სიმეტრია პარკის“ აქცია ახალ მობინადრეებს სწორედ ამ შეგრძნებას ჩუქნის. შეთავაზების მიხედვით, ნებისმიერი მათგანი ინდივიდუალური სახლის შეძენისას, გასაღებთან ერთად, ჰოლანდიაში, შვეიცარიასა და შვედეთში მოგზაურობასაც იღებს. ამ განსხვავებული კონცეფციით, კომპანიას სურს, მათ მომავალი საცხოვრებელი გარემო არა მარტო აჩვენოს, არამედ განაცდევინოს კიდეც. რატომ შეირჩა ეს სამი ქვეყანა და როგორ გაჩნდა შეთავაზების იდეა — ამ თემებზე „მარკეტერი“ „სიმეტრია პარკის“ გაყიდვების დეპარტამენტის უფროსს, დავით ბუაძეს ესაუბრა.

 

 

 

 

  • განსხვავებული კონცეფციის აქცია გაქვთ, როგორ დაიბადა მოგზაურობის ჩუქების იდეა და რატომ შეირჩა ნიდერლანდების, შვეიცარია და შვედეთი?

 

ნებისმიერი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მომხმარებლებთან ისეთი  კომუნიკაცია წარმართოს, რომლის დახმარებითაც მათ საკუთარ შეთავაზებას სრულყოფილად აგრძნობინებს. როდესაც საკითხი დეველოპერულ პროექტს შეეხება, გეგმების ადრესატებამდე ბოლომდე მიტანა განსაკუთრებით რთულია. ჩვენი იდეაც სწორედ ამ სირთულემ გვიკარნახა და დაგვაბრუნა ინსპირაციასთან, რომელსაც საერთოდ „სიმეტრია პარკის“ შექმნა დაეფუძნა.

 

წლების წინ, როცა მთლიანად პროექტს და მასთან ერთად, ცხოვრების ახალ სტანდარტს ვქმნიდით, ვცდილობდით, წარმატებული ქვეყნების მაგალითებით გვეხელმძღვანელა. არქიტექტურის ნაწილში ჩვენი ინსპირაცია ჰოლანდია იყო. „სიმეტრია პარკში“ სწორედ მისი დაგეგმარება, დაბალანსებული არქიტექტურა, ხარისხი და დახვეწილი დეტალები აისახა. რაც შეეხება შვეიცარიასა და შვედეთს, ამ შემთხვევაში ბუნებრივმა გარემომ, ქალაქის სიახლოვეს არსებულმა, გამორჩეულმა ლანდშაფტმა მოგვხიბლა და ჩვენი პროექტის ადგილიც, ოქროყანაც, განსაკუთრებული მდებარეობის, ბუნებასთან ჰარმონიული შერწყმის გამო შეირჩა: „სიმეტრია პარკში“, ქალაქის გულიდან მხოლოდ 8 წუთის სავალზე, ბუნებრივი გარემო, შესანიშნავი, სუფთა ჰაერი და ჰავაა.

 

 

 

თუმცა, რასაკვირველია, პროექტის დასრულებამდე რთულია, ჩვენს მობინადრეებს წინასწარ სრულყოფილად განვაცდევინოთ ის ემოცია, ხარისხი და განწყობა, რაც „სიმეტრია პარკში“ ყველა ნაბიჯზე დახვდებათ. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, საცხოვრებლად გადმოსვლამდე ისინი იმ ქვეყნებში მოგზაურობით დავასაჩუქროთ, რომლებშიც პროექტის გარემო განსაკუთრებით აშკარად ჩანს და შეგრძნებებიც შთამბეჭდავია. დაბრუნების შემდეგ კი მობინადრეები ცხოვრებას უკვე „სიმეტრია პარკში“, სამი ქვეყნის კომბინირებულ და მრავალფეროვან რეალობაში დაიწყებენ. ეს არის ერთგვარი კონცეფცია, რომ ჩვენს მომხმარებლებს წინასწარ ვაჩუქოთ გამოცდილებები, რომლებიც „სიმეტრია პარკში“ ელოდებათ.

 

  • საინტერესოა, კონკრეტულად რა მსგავსებებია ამ ევროპულ ქვეყნებთან, როგორ გამოვლინდება ისინი „სიმეტრია პარკის“ მობინადრეების ცხოვრებაში?

 

როგორც ცნობილია, „სიმეტრია პარკი“ კოჯრის სიახლოვეს მდებარეობს და ქალაქის ცენტრიდან უკვე რვა წუთში ამ სიახლოვეს, იქაური ტყის ჰავას გრძნობ. პროექტს ირგვლივ თბილისის სამი მნიშვნელოვანი და პოპულარული რეკრეაციული ზონა აკრავს: ბოტანიკური ბაღი, კუს ტბა და მთაწმინდის პარკი. სულ რამდენიმე წუთის სავალზეა ჩანჩქერები, სალაშქრო ზონები. შეგიძლია, მარტივად გადახვიდე კუს ტბაზე, გაისეირნო ბულბულების ჭალაში, იქვეა მთაწმინდის პარკიც, ანუ ცხოვრობ სივრცეში, რომელიც არის თანამედროვე, დახვეწილი და გამორჩეული არქიტექტურის, აქვს მოსახერხებელი მდებარეობა და თან ბუნებასთან მუდმივი, ჰარმონიული სიახლოვე აკავშირებს.

 

 

 

 

  • რამდენად გიკარნახათ ეს შეთავაზება და ზოგადად პროექტი თანამედროვე ადამიანის საჭიროებებმა და სურვილებმა?

 

ჩვენ ვფიქრობთ, რომ „სიმეტრია პარკი“ სწორედ თანამედროვე მომხმარებლისთვისაა შექმნილი. ადამიანებისთვის, რომელსაც უკვე მეტი კომუნიკაცია სჭირდებათ და პრივატულთან ერთად, საერთო სივრცეები და სოციალიზაციის ელემენტებიც სურთ. ამავდროულად, მათ ძალიან დინამიკური ცხოვრება აქვთ, მაგრამ თან მშვიდ გარემოში ყოფნა, ბუნებასთან სიახლოვეც მოსწონთ – ეს არის ცხოვრების ახალი სტანდარტი და ჰარმონია შინ და გარეთ, რომელიც თანამედროვე მომხმარებლებს უნდათ და “სიმეტრია პარკიც“ სწორედ ამ სურვილების პასუხია.