ჩვენ შესახებ

„ჩვენ გააზრებული გვაქვს, რომ ჩვენი ნებისმიერი გადაწყვეტილებით ვახდენთ გავლენას გარემოსა და მომავალზე. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანია, გარემო შევცვალოთ მხოლოდ უკეთესობისკენ და შევქმნათ სიმეტრიული სარგებელი“ - ტარიელ გაბუნია, სიმეტრიას გენერალური დირექტორი.

„სიმეტრია პარკი“ უძრავი ქონების განვითარების კომპანია „სიმეტრიას“ ერთ-ერთი პროექტია. კომპანია სიმეტრია „საინვესტიციო ჯგუფი კაპიტოლის“ წევრია, რომელიც 2006 წელს დაარსდა და რამდენიმე კომპანია გააერთიანა. მისი ძირითადი საქმიანობა ინვესტიციების მოზიდვა და მართვაა. თავად სიმეტრია კი საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს.

სიმეტრიას საქმიანობა უძრავი ქონების განვითარების მიმართულების ფართო არეალს მოიცავს. მათ შორისაა: საცხოვრებელი კომპლექსები, სასტუმროები, ბიზნეს და სავაჭრო ცენტრები. კომპანიის შეთავაზებები სერვისების სრულ სპექტრს აერთიანებს, რაც პროექტის კონცეფციის შექმნას, მის განხორციელებასა და მომხმარებლებისთვის შეთავაზებას გულისხმობს. სიმეტრიას სტაბილური განვითარება ინვესტიციების ეფექტიან მართვასა და დეველოპერული პროექტების დათქმულ ვადებში, მაღალი ხარისხით განხორციელებას ეფუძნება.

დასრულებული და მიმდინარე პროექტები:

საცხოვრებელი პროექტები:

  • საერთო ფართი - 70,000 კვ.მ.
  • მთლიანი ინვესტიცია - $40.4 მლნ.

სავაჭრო, გასართობი და ბიზნესცენტრები:

  • საერთო ფართი - 25, 000 კვ.მ.
  • მთლიანი ინვესტიცია - $17.4 მლნ.

სასტუმროები (თბილისსა და რეგიონებში):

  • საერთო ფართი - 20, 000 კვ.მ.
  • მთლიანი ინვესტიცია - $26.4 მლნ.