სიახლეები

გამოქვეყნების თარიღი 03.03.2021
ენერგოეფექტურ სახლში ცხოვრების პრიორიტეტები

ადამიანის მოთხოვნები დროსა და შესაძლებლობების მიხედვით მუდმივად იზრდება და ვითარდება. ძირითადად კი ეს მოთხოვნები მის კომფორტსა და დაცულ გარემოში ცხოვრებას უკავშირდება. თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, რომ სწორი შერჩევისა და გათვლების ხარჯზე  გაიადვილოს ადამიანმა თავისი ყოფა, დაზოგოს დრო, ფინანსები და, რაც მთავარია, საკუთარი ძალები.

 

ენერგო ეფექტური სახლი ნიშნავს თბილ და კომფორტულ სახლს

 

ზამთრისათვის მზადებას განსაკუთრებული ადგილი ეჭირა თბილისელების და არა მარტო თბილისელების ცხოვრებაში. უფროს თაობას კარგად ახსოვს თბილისის ეზოებში შემოდგომისპირიდან მხარზე ხერხმოკიდებული წყნეთელი, კოჯრელი და ოქროყანელი მხერხავები. შეშის, ნახშირისა და ნახერხის მარაგის შექმნა უპირველესი საზრუნავი იყო შემოდგომიდან გაზაფხულამდე... შემდეგ იყო გათბობის ცენტრალიზებული სისტემა, რომელმაც მხოლოდ 20-25 წლით შეუმსუბუქა ადამიანებს ყოფა. ამას მოჰყვა ისევ წარსულში დაბრუნება და პრიმიტიული ხერხებით ბრძოლა სიცივესთან. 

მაგრამ იცვლებოდა დრო და მასთან ერთად ადამიანთა ყოფაც. ისტორიას ჩაბარდა  ეს სევდანარევი მოგონებებიც. 

21-ე საუკუნეში მნიშვნელოვნად შეიცვალა ადამიანის ცხოვრების სტილი. დღეს ყველანი ვცდილობთ მაქსიმალურად მოვერგოთ და გავუმკლავდეთ ახალ გამოწვევებს. თანამედროვე, აჩქარებულ დროში ადამიანი ეძებეს თავის ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებულ პირობებს. სწორედ, „სიმეტრია პარკთან“ თანამშრომლობით არის შესაძლებელი მიიღოთ მაქსიმალური კომფორტი სულიერ სიმშვიდესთან ერთად. 

თავისუფლების მოედნიდან 8 წუთის სავალზე თქვენ აღმოაჩენთ იმ სამყაროს, სადაც არნახული სიმყუდროვე, მშვიდი და ეკოლოგიურად სუფთა გარემო, ზამთარსა თუ ზაფხულში მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სურნელის მქონე კოჯრის ტყიდან მონაბერი ჰაერი იქ დიდხანს დარჩენის სურვილს გაგიჩენთ. ეს ის ადგილია, სადაც თქვენს სურვილებს ასრულება უწერია!

„სიმეტრია პარკის“ პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი გარემოს, ვიზუალისა და კომფორტისათვის საჭირო ყველა მნიშვნელოვანი დეტალის გათვალისწინებით, უპირველესად გამოირჩევა მაღალი ენერგო ეფექტურობით. 

 

 

რას ნიშნავს შენობის მაღალი ენერგოეფექტურობა?

 

 

ეს, უპირველესად, ნიშნავს  ნაკლები ენერგიის გამოყენებით იმავე სარგებლობის მიღებას, რასაც სტანდარტული შენობები იღებენ  გაცილებით მეტი ენერგიისა და ფინანსების ხარჯზე.

უძრავი ქონების შეძენისას, გარდა იმისა, რომ უნდა ვიფიქროთ მის ფასზე, ადგილმდებარეობაზე, მშენებლობის ხარისხზე, სამშენებლო კომპანიაზე, თუ ზოგად მდგომარეობაზე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ მისი ენერგოეფექტურობის ხარისხიც.

სიმეტრია პარკმა“  ენერგოეფექტურობის მაღალ ხარისხს, უპირველეს ყოვლისა, მიაღწია:

  • დასაგეგმარებელი კომპლექსის ადგილის სწორი შერჩევით, რაც გამორიცხავს კლიმატური პირობების უარყოფით ზეგავლენას;
  • მაქსიმალური ჰერმეტიზაციის ხარჯზე, რაც განაპირობებს კომფორტული ტემპერატურის შენარჩუნებას;
  • უმაღლესი ხარისხის ფანჯრებისა და ვიტრაჟების გამოყენებით, რაც უზრუნველყოფს თბოდანაკარგის მაქსიმალურად  შემცირებას;
  • ფანჯრებისა და ვიტრაჟების სწორი განლაგებით, რაც მეტ სინათლესა და სითბოს უნარჩუნებს სახლს;
  • ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით;
  • სახურავსა და კედლებში მაღალეფექტური თბოსაიზოლაციო მასალების გამოყენებით.

წლის ნებისმიერ სეზონზე შენობაში შექმნილი მიკროკლიმატი: ზამთარში თბილი, ზაფხულში გრილი - თქვენი სიმშვიდისა და კომფორტის მთავარი წყარო გახდება!

 

 

ენერგოეფექტური სახლები - თქვენი ბიუჯეტის დაზოგვის საუკეთესო საშუალება

 

 

გაზრდილი ფასების პირობებში ელექტროენერგიისა თუ ბუნებრივი აირის გადასახადები მძიმედ აწვება ოჯახის ბიუჯეტს. არადა, კომფორტი სიამოვნებასთან ერთად  ხარჯებთანაც ასოცირდება და ხარჯებმა რომ არ გაგიფუჭოთ კომფორტით მიღებული სიამოვნება და ბოლომდე შეიგრძნოთ მისი სიკეთე, არჩევანი უნდა გააკეთოთ „სიმეტრია პარკის“ ენერგოეფექტურ სახლებზე. 

 

ენერგოეფექტურ სახლებში კედლების, ფანჯრებისა და სახურავის თბოდანაკარგები მინიმუმამდეა დაყვანილი. კვლევების თანახმად, დაახლოებით 150-180 კვ.მ. ფართობის პირობებში ენერგოეფექტური ინდივიდუალური სახლი ბუნებრივი აირის გადასახადს 30-40%-თ ამცირებს.  

„სიმეტრია პარკის“ ენერგოეფექტური სახლების სწორი განთავსება, გარემოსთან ჰარმონიულად შერჩეული არქიტექტურა, რაც გულისხმობს აპარტამენტის ყრუ კედლებისა და ფანჯარა-ვიტრაჟების ეფექტური მიმართულებით განლაგებას, მნიშვნელოვნად ამცირებს შენობის გათბობის ღირებულებას წელიწადის ცივ პერიოდში და ასევე უზრუნველყოფს საკმარის ბუნებრივ განათებას ელექტროენერგიის დახარჯის გარეშე. 

ენერგოეფექტური სახლების ეფექტურობა ზაფხულშიც არანაკლებ მნიშვნელოვანია კომფორტისა და ხარჯების შემცირების თვალსაზრისით. ქალაქის ცენტრიდან სულ რამდენიმე წუთის სავალზე გაშენებული   „სიმეტრია პარკის“ ოქროყანის კომპლექსი ზაფხულის ცხელ დღეებშიც შეგახსენებთ თქვენი არჩევანის სისწორეს. შვებულების მოლოდინში აღარ შეგაწუხებთ ზაფხულის ხვატი და დაღლილი სამუშაო დღის შემდეგ სიამოვნებით მიაშურებთ ოქროყანის გრილ სახლს.  ენერგოეფექტურობა ხომ მხოლოდ ზამთარში არ გულისხმობს სითბოს შენარჩუნებას, ის კარგი თბოიზოლაციის პირობებში სიგრილის შენარჩუნებით ზაფხულშიც ასეთივე კომფორტს სთავაზობს სახლის მობინადრეებს.  ამას ემატება „სიმეტრია პარკის“ მიერ სწორად შერჩეული ლოკაცია - ოქროყანა, სადაც ზაფხულის ცხელი დღეების გატარება ბევრი ადამიანის სანუკვარი ოცნებაცაა.   

ზამთარში თბილი და ზაფხულში გრილი სახლი არა მარტო თქვენი, თქვენი ახლობლებისა და მეგობრების საყვარელი თავშეყრის ადგილიც გახდება. „სიმეტრია პარკის“ სახლებში თქვენს ოჯახთან თუ მეგობრებთან ერთად კომფორტში გატარებული დღეები კიდევ უფრო დასამახსოვრებელი იქნება თითოეული თქვენთაგანისთვის, რადგან ადამიანზე მორგებული  და მასზე ზრუნვით  შექმნილი პირობები უფრო მეტ სინათლეს და სიყვარულს შემოიტანს თქვენს სახლებში. 

 

ყველაფერი ძალიან მარტივადაა: ერთი სწორი არჩევანი ნიშნავს მომავალში დაზოგილ თანხებს, გარანტირებულ სიმყუდროვესა და კომფორტს.