სიახლეები

გამოქვეყნების თარიღი 09.04.2021
ჯანსაღი ცხოვრება რეკრეაციულ ზონაში

რუსთაველის პროსპექტზე კაროლინასთან ერთად მოსეირნე თარაშ ემხვარმა მაჯის საათს დახედა თქვა: „ხუთ წუთში ათმა ავტომ და ათმა საბარგომ გაიარა რუსთაველზე. თბილისი დიდი ქალაქების წრეში შედის ნელინელო“.

 

ეს თითქმის ასი წლის წინათ იყო. დღეს თბილისის ქუჩებში ასი ათასობით მანქანა მოძრაობს და გზებზე წარმოქმნილი საცობები, გამონაბოლქვი, ხმაური და მტვერი ქალაქში ცხოვრებას გაუსაძლისს ხდის. უკანასკნელ წლებში სულ უფრო მეტი ადამიანი ტოვებს ხმაურიან ქალაქებს და უფრო მშვიდ და ჟანგბადით სავსე ადგილებს ირჩევს საცხოვრებლად.  ჯანსაღი ცხოვრება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანისთვის და ამიტომ თბილისელების გარკვეული ნაწილიც ცდილობს, დატოვოს ქალაქი და მუდმივად თუ სეზონურად  თბილისის მახლობლად  დაიდოს ბინა.

 

ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში ცხოვრება ადმიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა. ამ უფლების დაცვა მოსახლეობის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შენარჩუნების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

 

სიმეტია პარკის“ პრიორიტეტი ყოველთვის იყო და არის ადამიანი და მისთვის ჯანსაღი ცხოვრების პირობების შექმნა. კომპანია, ითვალისწინებს რა, თანამედროვე ადამიანის სურვილებს  და მისწრაფებებს, მომხმარებლებს სთავაზობს თბილისის ცენტრთან ახლოს, ეკოლოგიურად სუფთა და მშვიდ გარემოში პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსში ცხოვრებას.

 

მთაწმინდის პარკის სიახლოვეს, რეკრეაციულ ზონაში გაშენებული თანამედროვე საცხოვრებელი უბანი, პირველ რიგში, გამორჩეული ადგილმდებარეობით იპყრობს ადამიანების ყურადღებას. „სიმეტრია პარკის“ მთავარი კონცეფცია ადამიანისა და გარემოს ჰარმონიული ურთიერთქმედებაა.

 

დღეს, აჩქარებული ცხოვრებისა და მძიმე სამუშაო რითმის პირობებში განსაკუთრებით სჭირდება ადამიანს სასიცოცხლო ძალებისა და ენერგიის აღდგენა. ბუნება და მშვიდი გარემო  ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია და, შეიძლება ითქვას, მაცოცხლებელი წყაროცაა ადამიანის ჯანსაღი ცხოვრებისათვის. ჯანსაღი გარემო თავისთავად უზრუნველყოფს ჯანსაღი ცხოვრების წესს. გარესამყარო ყველაზე ეფექტურად მოქმედებს ადამიანის ფიზიკურ აქტივობაზე და ააქტიურებს მის ფიზიოლოგიურ და სულიერ შესაძლებლობებს.

 

სიმეტრია პარკმა“ რეკრეაციულ ზონაში  პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსის შექმნისას ყველა მნიშვნელოვანი დეტალი გათვალა ისე, რომ თბილისიდან ოქროყანისკენ მიმავალმა ადამიანმა დაივიწყოს და ქალაქშივე დატოვოს  მთელი დღის დაღლილობა და სტრესი და კოჯრის ტყის ჟანგბადით გაჯერებულ ჰაერზე აღიდგინოს სასიცოცხლო ძალები.

 

უნიკალური გარემო, დაბალი განაშენიანება, რეკრეაციულო სივრცეები და ადამიანის კომფორტზე მორგებული ინფრასტრუქტურა  სულიერი სიმშვიდისა და ჰარმონიული ცხოვრების საწინდარია.

 

„სიმეტრია პარკის“  თანამედროვე საცხოვრებელ უბანში მოწესრიგებული ქუჩები და ეზოები, მრავალფეროვანი გამწვანება, ცენტრალური პარკი, ანტიალერგიული მცენარეები და სხვადასხვა სერვისები - მაცხოვრებლების დამატებითი კომფორტისა და სიმშვიდისთვისაა შექმნილი.

 

წუთით რომ დავფიქრდეთ, რა ზეგავლენას ახდენს ადამიანზე დიდ ქალაქებში ცხოვრება: უჟანგბადობა, დაბინძურებული ჰაერი, ხმაური, დაძაბული სოციალური ურთიერთობები და ბოლოს - ტექნიკა, რომელიც ამავე დროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თანამედროვე ადამიანისთვის, აღმოვაჩენთ, დღეს ყველაზე მეტად გავრცელებული დაავადების - დეპრესიის - მიზეზს. ამ დროს ყველაზე დიდი დამხმარე ადამიანისთვის ბუნება და ბუნებასთან ჰარმონიული თანაცხოვრებაა.

 

„სიმეტრია პარკი“, სწორედ, იმ ადამიანებისთვის არის განკუთვნილი, ვისაც ბუნებაში ვარჯიში, ფეხით სიარული, მეგობრებთან ერთად კემპინგი თუ სხვადასხვა სპორტული გასართობები იზიდავს. პარკებით, საბავშვო და სპორტული მოედნებით, სპა და ფიტნეს ცენტრებით აღჭურვილი საცხოვრებელი კომპლექსი უამრავ შესაძლებლობას სთავაზობს ჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარულ ადამიანებს. ბუნებასთან ახლოს ყოფნა და სუფთა ჰაერზე ცხოვრება განსაკუთრებულ დადებით  ზეგავლენას ახდენს პატარების ჯანმრთელობაზე, მათ ფიზიკურ და სულიერ გაჯანსაღებაზე. რეკრეაციულ ზონაში ცხოვრება თქვენი და თქვენი შვილების კეთილდღეობისა და კომფორტის პირდაპირპროპორციულია. ჯანსაღი ცხოვრება ახანგრძლივებს სიცოცხლეს! ამიტომაა მნიშვნელოვანი, ადამიანმა იცხოვროს ჯანსაღ გარემოში, რაც დაეხმარება მას ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხალისის  შენარჩუნებაში.

 

სამწუხაროდ, თანამედროვე, დროში შეზღუდულ ადამიანს ბევრი არასწორი პრიორიტეტი და ჩვევა გამოუმუშავა პასიური ცხოვრების სტილმა, რაც გამოიხატება, პირველ რიგში, მის ფიზიკურ პასიურობასა და უმოძრაობაში. ტრანსპორტით გადაადგილება, ტელევიზორთან და კომპიუტერებთან გატარებული საათები, ვირტუალური ურთიერთობები და ამას დამატებული დღევანდელი პანდემია და კარჩაკეტილი ცხოვრება - პირდაპირ ანგრევს ადამიანის ფსიქიკასა და ჯანმრთელობას. სტრესი, დაძაბულობა, გადაღლა, მავნე ნივთიერებებით სავსე ჰაერი - უარყოფით ზეგავლენას ახდენს ადამიანის ფიზიკურ და სულიერ მდგომარეობაზე.

 

ამის სანაცვლოდ „სიმეტრია პარკი“ გთავაზობთ სუფთა ჰაერზე, რეკრეაციულ ზონაში, ოთხივე სეზონზე გამწვანებულ გარემოში ჯანსაღ ცხოვრებას და ცოცხალ ადამიანურ ურთიერთობებს. ულამაზესი ხედებით გარშემოერტყმული აპარტამენტების არქიტექტურა და შიდა დიზაინი  კიდევ უფრო ამძაფრებს ადამიანის ესთეტიკურ და სულიერ კმაყოფილებას.

 

როცა გარეთ გეძახის ულამაზესი ბუნება და ჟანგბადით გაჯერებული ჰაერი, ძნელია, გაუმკლავდე  ცდუნებას და არ გახვიდე  სასეირნოდ, სურვილი გიჩნდება, აიყოლიო ოჯახის წევრები და მეზობლად მცხოვრები ადამიანები. „სიმეტრია პარკი , ხომ, მსგავსი ურთიერთობების ჩამოყალიბებას, უფრო სწორად, ძველი მეზობლური ურთიერთობების აღდგენას უწყობს ხელს. ახალი მეგობრების შეძენა არასდროსაა გვიან! „სიმეტრია პარკი„ ერთი დიდი, სამეზობლო  ოჯახის წევრად გაგრძნობინებთ თავს!

 

იცხოვრეთ ერთხელ სწორი გადაწყვეტისა და მუდმივი სიამოვნების პრონციპით!