სიახლეები

გამოქვეყნების თარიღი 01.04.2021
შეიძინე სახლი პანორმული ხედით

პარიზში თუ ყოფილხართ? ეიფელის კოშკი ის უმთავრესი ღირსშესანიშნაობაა, რომლითაც პარიზელები და ზოგადად ევროპელები ხშირად იწონებენ თავს. ტურისტებისთვის კი ეს ნაგებობა ერთი დიდი სიყვარულის ისტორიასთანაა დაკავშირებული. ეიფელის კოშკზე თუ ასულხართ და საფრანგეთისთვის ზემოდან გადმოგიხედავთ, ქალაქის პანორამაში ჩასმული პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის, ელისეს მინდვრების და სენაზე გადებული ხიდების ხილვით მიღებული აღფრთოვანება და შთაბეჭდილებები, დარწმუნებული ვარ, დიდხანს გაგყვებოდათ სასიამოვნო მოგონებად.

 

ზოგადად,  არც თუ ისე ბევრი ქალაქია მსოფლიოში, რომლის ირგვლივ არსებული რელიეფი ქალაქის პანორამული ხედვის საშუალებას იძლევა. სწორედ ამით არის გამორჩეული თბილისი, რომ მის გარშემო არსებული ნებისმიერი წერტილიდან ქალქის მომხიბლავი ხედი იშლება.

 

და თუ მაინც ერთ მშვენიერ საღამოს მეგობრებთან ერთად გადაწყვეტთ, რომ მშვიდ და სასიამოვნო გარემოში დატკბეთ ულამაზესი ხედებით, ამისთვის სულ მცირე რამაა საჭირო - გაემგზავრეთ თბილისიდან ოქროყანის მიმართულებით. სულ რამდენიმე წუთში ამოჩნდებით სიმეტრიას დასახლებულ კომპლექსთან, სადაც წამებშივე შეიგრძნობთ სხვაობას 10 წუთის წინ არსებულ გარემოსა და “სიმეტრია პარკის” პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსში არსებულ ატმოსფეროს შორის. “სიმეტრია პარკის” პანორამული ხედი თბილისზე კი მალევე დაგავიწყებთ ხმაურიანი გამონაბოლქვით და მტვერით დაბინძურებულ ქალაქს.

 

სულ ცოტა თავად “სიმეტრია პარკზეც” რომ მოგიყვეთ, გეტყვით, რომ "სიმეტრია პარკის" პროექტი აერთიანებს 21 ინდივიდუალ სახლს, Park View-ს აპარტამენტებს, Panorama View აპარტამენტებსა და 10 ინდივიდუალურ სახლს. პროექტის შემქმელები ხშირად ამბობენ, რომ ამ პროექტზე მუშაობისას მათ ყველა დეტალზე იფიქრეს: როგორი იქნება ეს უბანი წელიწადის სხვადასხვა დროს, როგორი ხედი ექნება ფანჯრიდან თითოეულ  მობინადრეს, როგორ შეიძლება თან ქალაქის ნაწილი ვიყოთ და თან, უარი ვთქვათ ქალაქის სტრესზე. მათი თქმით, ახალი უბნის მრავალფეროვანი გამწვანება, კოჯრის ტყის გამორჩეული ჰაერი და დაბალანსებული კლიმატი ქმნის უნიკალურ გარემოს ჯანსაღი ცხოვრებისთვის.

 

“სიმეტრია პარკის” გუნდი თვლის, რომ სახლი არ არის მხოლოდ ოთხი კედელი. ეს არის სივრცე, სადაც ვიზრდებით, ვყალიბდებით, ვსწავლობთ, ვმუშაობთ, ვიცინით, ახალ-ახალ უნარ-ჩვევებს ვიძენთ, მეგობრებთან ერთად ვატარებთ დროს, ვანვითარებთ საკუთარ შინაგან მე-ს და რაც მთავარია, სახლი არის ადგილი, რომელიც ყველაზე კარგად გვიცნობს.

 

სწორედ აქედან გამომდინარე შეიქმნა “სიმეტრია პარკიც”. კომპანიის გუნდის წევრები სწორედ საკუთარი ფიქრებიდან და ოცნებებიდან შექმნილ პროექტს გვთავაზობენ. ადგილს, სადაც სოციალიზაცია, ახალი მეგობრების შეძენა, განტვირთვა, ვარჯიში, მუშაობა და დასვენებაა შესაძლებელი. ეს კომპლექსი ხომ უზრუნველყოფილია ველობილიკით, სკვერით, მრავალფუნქციური საბავშვო მოედნით, სპორტული დარბაზით, საერთო სამუშაო სივრცით, საბავშვო ოთახით, რეცეფსიით, ცენტრალური პარკით,  აფთიაქითა თუ იოგას დარბაზით. ბინები კი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

 

სიმეტრია პარკი“ არის უბანი, სადაც იქნება მოწესრიგებული ქუჩები და ეზოები, მრავალფეროვანი გამწვანება, ანტიალერგიული მცენარეები და ის  სხვადასხვა  სერვისები, რაც მეტ კომოფრტს შეუქმნის თითოეულ ბინადარს: 24 საათიანი უსაფრთხოება, კონსიერჟი, ვიდეო-დაკვირვების სისტემა, საერთო მოხმარების სივრცეების მოვლა-პატრონობა.

 

ერთია, როდესაც ადამიანები ვცდილობთ, თავად შევიქმნათ იდილია სახლსა, თუ მის გარეთ არსებულ სივრცეებში და მეორეა, როდესაც ამ ყველაფერზე ადამიანებმა უკვე ჩვენს მაგივრად იფიქრეს. იფიქრეს, დაგეგმეს და განახორციელეს ყველაფერი, რაც ჩვენს ცხოვრებას უფრო გაამარტივებდა, გააჯანსაღებდა და უკეთეს გამოცდილებად აქცევდა.

 

ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ყოველი დილა იწყება სუფთა ტყის სურნელებით გაჯერებულ გარემოში. დიდი და ნათელი ფანჯრებიდან, თუ ვერანდიდან კი პანორამული ხელი იშლება თბილისზე. პირველი ალბათ იმ უბანს მოძებნით სადაც ძველად ცხოვრობდით, სწავლობდით და გეგულებათ თქვენი სამეგობრო. თვალით მოზომავთ მანძილს თქვენი საქმიანობის ობიექტამდე და დარწმუნებით, რომ ის სულ რამდენიმე ნაბიჯზეა თქვენი საცხოვრებლიდან. საღამოობით გემრიელ, ცხელ და სურნელოვან გლინტვეინს დალევთ ოჯახის წევრებთან ერთად, სუფთა ჰაერზე განიტვირთებით და მთელი დღის დაღლილობას მხრებიდან ჩამოიხსნით.  “სიმეტრია პარკიდან” გაშლილი პანორამა ერთი თვალის მოვლებით მოგატარებთ ძველ და ახალ უბნებს, გაგიჩენთ საფიქრალს, საოცნებოს და თქვენთვის საყვარელ ადგილებთან დაკავშირებული ბავშვობის დროინდელ ისტორიებს სასიამოვნოდ გაგახსენებთ. გააგხსენებთ და ტკბილ გარემოში მოგონებების  ბურანში გაგხვევთ.

 

წარმოიდგინეთ, რომ ეს თქვენი ყოველდღურობაა. ყოველდღიურობა, რომელიც წლის ნებისმიერ დროს საუკეთესო განწყობით, ჰარმონიული დღეებითა და სიმშვიდით იწყება.

 

“სიმეტრია პარკი” ხომ ცხოვრების ახალი წესი და სტანდარტია, რომელიც გაგრძნობინებთ, რომ ამ 8 წუთის სავალზე ქალაქს კი არ დაშორდით, უფრო მეტად შეძელით მასთან დაახლოება.