სიახლეები

გამოქვეყნების თარიღი 15.04.2021
გსურთ, შეიძინოთ სახლი პანორამული ხედით თბილისზე?

მსოფლიოში ყველა ქალაქს აქვს ადგილი, საიდანაც ტურისტებს საშუალება ეძლევათ, რომ ქალაქის ხედებს გადაავლონ თვალი და დატკბნენ. მოგზაურობის დროს კი, როდესაც ტოპ 10 აუცილებლად სანახავ ადგილს ვგუგლავთ, ერთ-ერთი ყოველთვის ხედია ქალაქზე. ამ გზით უკეთ შეგიძლია გაიცნო და დაიმეგობრო ის ქალაქი, რომელსაც სტუმრობ. 

 

ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ ცხოვრობთ ადგილას, საიდანაც დილას გაღვიძებისთანავე შეგიძლიათ ულამაზეს პანორმულ ხედს გადახედო. 

 

ასეთი ადგილი თბილისში და მის შემოგარენში მრავლად არ არის, თუმცა არის ერთი გამორჩეული საცხოვრებელი კომპლექსი, სადაც შეძლებთ მყუდრო ბინაც დაიდოთ და წლის ნებისმიერ მონაკვეთში ულამაზესი ხედებითაც დატკბეთ თბილისზე. ეს ადგილია “სიმეტრია პარკი”. შესაძლოა, მის შესახებ უკვე გსმენიათ, თუმცა ამ ბლოგში შევეცდები უფრო დაწვრილებით მოგიყვეთ ამბავი ადამიანებისა და კომპანიისა, რომლის მთავარი პრიორიტეტი ხარისხი და კომფორტია. 

 

ალბათ იცით, რომ ბუნების სიახლოვეს ცხოვრებას ბევრი უპირატესობა აქვს: დილას ჩიტების ჭიკჭიკი გაღვიძებს, ყოველ დღე ჯანსაღ ჰაერს სუნთქავ, უფრო დიდი შესაძლებლობა გაქვს ჯანმრთელი ცხოვრების წესს მისდიო და რაც მთავარია, შენი ყოველი დღე იწყება და სრულდება ულამაზესი ხედებით ტკბობით. 

 

“სიმეტრია პარკი” 20 000 კვ.მ -ზე შენდება. ის  დახურული სამეზობლო ტიპის საცხოვრებელი კომპლექსია და  ცენტრალური პარკის გარშემო 31 კერძო ინდივიდუალურ სახლსა და დაბალსართულიან მრავალბინიან შენობებს აერთიანებს.

 

რა უპირატესობებით გამოირჩევა ეს პრემიუმ საცხოვრებელი კომპლექსი?

 

  • "სიმეტრია პარკი" თბილისის მთავარ რეკრეაციულ ზონებს საავტომობილო გზებით უკავშირდება;
  • მცენარეთა უნიკალური სახეობებით შექმნილია ოთხი სეზონის გამწვანება;
  • "სიმეტრია პარკის" თანამედროვე საცხოვრებელ უბანში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ჰარმონიულადაა განაწილებული და მოიცავს:  საფეხმავლო ბილიკებს, საავტომობილო გზას, ორბორბლიანი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ სავალ ნაწილს;
  • შიდა და გარე სივრცეები შექმნილია ევროპული სამშენებლო მასალებისგან;
  • ენერგოეფექტური შენობები;
  • დორფონები“ შესასვლელ კარებთან და ავტოსადგომის დისტანციური მართვის პულტები;
  •  სახანძრო სისტემები, რომლებიც უსაფრთხოებას უზრუნველყოფს;
  • დენდროლოგიური პროექტი ისეა შემუშავებული, რომ ოთხივე სეზონის განმავლობაში ინტერიერში ბუნების გამწვანება შემოდის, რომელიც ქმნის ჰარმონიას შინ და გარეთ;
  • დახურულ საცხოვრებელ კომპლექსში "სიმეტრია პარკი"  დაგხვდებათ სათამაშო მოედანი თქვენი პატარებისთვის;
  • “სიმეტრია პარკში” სხვა სარელაქსაციო სივრცეებთან ერთად, დაგხვდებათ სპორტული დარბაზი და სპა;
  • პრემიუმ საცხოვრებელ კომპლექსში გათვალისწინებულია საერთო სივრცეების მოვლა-პატრონობა და მისი დასუფთავების მომსახურება;
  • კოჯრის ტყის ბუნებასთან სიახლოვე და გამორჩეული ჰაერი თანამედროვე საცხოვრებელი უბნისთვის ჯანსაღ და მშვიდ გარემოს ქმნის;
  • თბილისის ცენტრში საცხოვრებელი კომპლექსიდან სულ რაღაც 8 წუთში შეძლებთ მისვლას;
  • საცხოვრებელ კომპლექსს 24 საათიანი უსაფრთხოების სისტემა იცავს.

 

ამ და სხვა ბევრ უპირატესობასთან ერთად მინდოდა ყურადღება გამემახვილებინა იმაზე, რასაც სხვა საცხოვრებლებსა და აპარტამენტებში ვერ შეხვდებით - Panorama view. 

 

რა უპირატესობა აქვს Panorama view-ს და რას ნიშნავს ის?

 

პანორამა ხედები თბილისსა და მთაწმინდაზე “სიმეტრია პარკის” ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა. ულამაზესი გადმოსახედი საშუალებას მოგცემთ დღე ჰარმონიულად გაატაროთ, ივარჯიშოთ, იმედიტიროთ, იოგა გააკეთოთ, გემრიელი მწვანე ჩაი დალიოთ, ან ბოსტნეული ახრაშუნოთ სახლსა, თუ გარეთ, თან კი თბილისზე ხედებით ილამაზებდეთ დღეს. ამასთან ერთად, პრემიუმ საცხოვრებელი კომპლექსის თითოეულ სახლში უმაღლესი ხარისხის ბრენდის, ბელგიური - „რეინარსის“ ფირმის ალუმინის ვიტრაჟული კარ-ფანჯარა დაგხვდებათ, რომელიც სლაიდურია და საშუალებას გაძლევთ ნებისმიერი დროის მონაკვეთში დატკბეთ პანორამული ხედებით ბუნებასა თუ ქალაქზე. 

 

Panorama view თბილისზე, ასევე, დასტურია იმისა, რომ ოქროყანაში აშენებული ეს უმაღლესი ხარისხისა და მომსახურების მქონე საცხოვრებელი კომპლექსი მართლაც რომ სულ რამდენიმე ნაბიჯზე ქალაქის ცენტრიდან. შესაბამისად, თუ დილას სამსახურში, სკოლაში, ან უნივერსიტეტში გიწევთ წასვლა, აჩქარება და გზაში დიდი დროის დახარჯვა სულაც არ არის საჭირო. თავისუფლების მოედანი ხომ “სიმეტრია პარკიდან” 8 წუთის სავალზე მდებარეობს. 

 

 მთავარია, იცოდე, თუ რა გინდა სამომავლოდ - როგორი ცხოვრება, ოჯახი, კარიერა, დღეები და ღამეები... დაიწყე დაგეგმვა დღეს და შეიქმენი ცხოვრების სრულებით ახალი სტილი და წესი “სიმეტრია პარკთან” ერთად. 

 

"სიმეტრია პარკი" - სადაც ყველა დეტალზე ნაფიქრია.


გაიგე  "სიმეტრია პარკში" გადმოსვლის დეტალები - www.simetriapark.ge