სიახლეები

გამოქვეყნების თარიღი 17.04.2021
უმაღლესი ხარისხის აპარტამენტები ოქროყანაში

წიგნების კითხვა გიყვართ? ჩემთვის კითხვის პროცესი სხვა სამყაროში მოგზაურობასთან, ახალი ადამიანების გაცნობასთან და დაუჯერებელი გამოცდილებების მიღებასთან ასოცირდება. ფრანგი მწერალი და ნოველისტი დანიელ პენაკი ამბობს, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში წიგნი გულისგამაწვრილებელი წვიმისაგან თავშესაფარია, ჩუმი აღფრთოვანებაა მეტროს მონოტონურ ჩაქჩაქში, სამუშაო მაგიდის უჯრაში დამალული რომანია. ალბათ ეს ფრაზა კარგად აღწერს, თუ რას ნიშნავს ბევრისთვის წიგნებთან და ზოგადად ლიტერატურასთან ურთიერთობა. როგორია გარემო, სადაც მშვიდად და კომფორტულად მოკალათდებით და საყვარელი ფურცლების გადაკითხვას შეძლებთ?

 

პირველი და უმთავრესი, როდესაც კომფორტზე და მშვიდად დასვენებაზე ვსაუბრობთ, გარემოა. როგორ გარემოში წარმოგვიდგენია საკუთარი თავი, როდესაც იდეალურ ადგილს აღვწერთ, თუნდაც წიგნების საკითხავად?

 

თუ ეძებთ ადგილს, სადაც განტვირთვას, დასვენებას, ჯანსაღად ცხოვრებას, გართობას და მუშაობას შეძლებთ, გირჩევთ, არჩევანი “სიმეტრია პარკზე” შეაჩეროთ.

 

დღეს რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას გავცემ პასუხს. კითხვებს, რომლებიც აუცილებლად დაგაინტერესებთ მანამ, სანამ ოქროყანის აპარტამენტებს შეიძენთ.

 

რა არის “სიმეტრია პარკი”?

 

სიმეტრია პარკის კონცეფცია „შინ და გარეთ ჰარმონიის“ იდეას ეფუძნება, რაც გულისხმობს თანამედროვე ურბანიზაციის მოთხოვნებზე მორგებულ, დახურულ საცხოვრებელ უბანს. კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ აქ სიმეტრიულად მნიშვნელოვანია როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეები: როგორც პროექტის გეგმარება და დიზაინი, ასევე ადამიანური ურთიერთობები და სოციალიზაციის იდეა. „სიმეტრია პარკი“ - ცხოვრების ახლებური სტანდარტია. განსხვავებულ კონცეფციაზე დაფუძნებული პრემიუმ საცხოვრებელი კომპლექსი შეიქმნა მისთვის, ვისაც სურს ბუნებასთან ჰარმონიული თანაცხოვრება, ქალაქის ცენტრთან სიახლოვე, პანორამული ხედებით ტკბობა და მეგობრული ურთიერთობები. ფაქტია, რომ სიმეტრია პარკის მრავალფეროვანი გამწვანება, კოჯრის ტყის გამორჩეული ჰაერი და დაბალანსებული კლიმატი ქმნის უნიკალურ გარემოს ჯანსაღი ცხოვრებისთვის.

 

 

აპარტამენტები - რა გველოდება?

 

ოქროყანის სუფთა და ბუნებასთან ახლოს მდგომ საცხოვრებელ კომპლექსში გელოდებათ ორი პრემიუმ კლასის მრავალბინიანი ინდივიდუალური სახლი.

 

  • Parkview - ხედით თბილისსა და ცენტრალურ პარკზე;
  • Panorama view - ულამაზესი ხედით თბილისსა და ოქროყანის ხეობაზე;

 

„სიმეტრია პარკის” პრემიუმ კლასის აპარტამენტები უზრუნველყოფილია ყველა პირობით, რაც იდეალური საცხოვრებელი გარემოსთვისაა საჭირო, იქნება ეს წყალგაყვანილობა, ბუნებრივი აირი, კომპლექსის ინფრასტრუქტურა, ექსტერიერზე ალუმინის მაღალხარისხიანი კარ-ფანჯარაა, საკომუნიკაციო ქსელები, გამართული ელექტროგაყვანილობის შიდა ქსელი თუ მოჭიმული იატაკი.

 

გარდა ამისა, „სიმეტრია პარკი” უზრუნველყოფს სხვადასხვა ტიპის სერვისებსაც, როგორიცაა: ტერიტორიის 24-საათიანი დაცვა, ვიდეო-უსაფრთხოების სისტემა, მწვანე საფარის მოვლა, ტერიტორიის დასუფთავება, ლიფტების ტექნიკური მომსახურება, ანტიალერგიული მცენარეები, ოთხ სეზონიანი მრავალფეროვანი გამწვანება და სხვ.

 

რას ნიშნავს ცხოვრება სიმეტრია პარკში, სადაც ყველა დეტალზე ნაფიქრია?

 

განსაკუთრებით სასიამოვნოა, როდესაც შენს კომფორტზე სხვები ზრუნავენ. როდესაც, ყველაფერი, რაც გჭირდება და გინდა, უკვე შექმნილი და მოწესრიგებულია.

 

“სიმეტრია პარკშიც” ყველაფერზე იფიქრეს, რაც კი მომავალი მაცხოვრებლების ყოველდღიურობას უფრო შეცვლიდა და გაამარტივებდა.

 

თანამედროვე საცხოვრებელი უბანში არა მხოლოდ სარეკრეაციო, არამედ საქმიანი ურთიერთობებისთვის განკუთვნილი სივრცეებიც გათვალისწინებულია. სიმეტრია პარკში მაცხოვრებლებს შორის მეტი სოციალიზაციისთვის შეიქმნა შეხვედრების სივრცეც, რომელიც გარდა მეზობლებთან ურთიერთობისა, ყველა მაცხოვრებელს საშუალებას მისცემს მიიღოს სტუმარი ან მოაწყოს ღონისძიება.

 

"სიმეტრია პარკის" თანამედროვე საცხოვრებელ უბანში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ჰარმონიულადაა განაწილებული

და მოიცავს:

 

▪ საფეხმავლო ბილიკებს

▪ საავტომობილო გზას

▪ ორბორბლიანი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ სავალ ნაწილს

 

ამას გარდა, „სიმეტრია პარკის“ პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი გარემოს, ვიზუალისა და კომფორტისათვის საჭირო ყველა მნიშვნელოვანი დეტალის გათვალისწინებით, გამოირჩევა მაღალი ენერგო ეფექტურობით.

 

ეს ნიშნავს, რომ ნაკლები ენერგიის გამოყენებით იმავე სარგებლობის მიიღებთ, რასაც სტანდარტული შენობები იღებენ  გაცილებით მეტი ენერგიისა და ფინანსების ხარჯზე.

 

საბოლოოდ, “სიმეტრია პარკი” იმაზე მეტია, ვიდრე მშვიდი და მყუდრო პრემიუმ ხარისხის საცხოვრებელი აპარტამენტები. მეტია, ვიდრე სუფთა ჰაერი და ბუნებასთან სიახლოვე. მეტია ვიდრე ენერგოეფექტური შენობები და გამწვანებული არემარე.

 

“სიმეტრია პარკი” ცხოვრების ახალი წესია.