ეძებთ ინდივიდუალურ სახლს თბილისთან ახლოს? მაშინ საკმარისია, გაიხსენოთ ხმაურიანი ქალაქი თავისი მრავალსართულიანი კორპუსებით, რომ მაშინვე შეიგრძნო ბუნებაში, ინდივიდუალურ სახლში ცხოვრების სიკეთეები! მეტ-ნაკლებად ყველას გამოგვიცდია ეს სოფელში თუ აგარაკზე ყოფნისას, რაც პირველ რიგში გულისხმობს ჯანსაღ გარემოს, ბუნებასთან სიახლოვესა და სიმშვიდეს.
თბილისის ძველ უბნებში ყოველთვის იყო და არის კერძო სახლები, მაგრამ თანამედროვე ცხოვრების რიტმმა, ტრანსპორტის ხმაურმა და მომრავლებულმა მრავალსართულიანმა სახლებმა შეცვალა ეს გარემო და სიმშვიდე დაუკარგა ამ უბნებს. ამ დროს საუკეთესო არჩევანია მყუდრო, ინდივიდუალური სახლი და თუ ეს სახლი თბილისთან ახლოსაა ისეთ მანძილზე, რომ დაუბრკოლებლად შეძლო სამსახურსა თუ სხვა საქმეებზე ქალაქში სიარული, უფრო მეტ ხიბლს სძენს მას.
თანამედროვე დაბინძურებული ქალაქების გამო საგრძნობლად მოიმატა ქალაქგარეთ საცხოვრებლად გადასული მოსახლეობის რიცხვმა. ადრე გვიკვირდა, როცა ვიგებდით, რომ საზღვარგარეთ ადამიანები ქალაქიდან მოშორებით არჩევდნენ ცხოვრებას. ეს გაუგებარი იყო ჩვენთვის მანამ, სანამ ჩვენც არ შევეჩეხეთ ეკოლოგიურ თუ ფსიქოლოგიურ პრობლემებს, რასაც უმეტესად ქალაქის დაბინძურებული, ხმაურიანი და სტრესული გარემო იწვევს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით „სიმეტრია-პარკმა“ შეარჩია საუკეთესო ადგილი ოქროყანაში - თბილისთან ახლოს და ამავე დროს ქალაქის აურზაურისგან მოშორებით. კომპანია სთავაზობს მომხმარებელს საუკეთესო, ადამიანის მოთხოვნილელებსა და კომფორტზე მორგებულ ინდივიდუალურ სახლებს ოქროყანაში შესაბამისი გამართული, თანამედროვე ინფრასტრუქტურით. კომპანიამ ინდივიდუალური სახლების დაგეგმარებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა ოქროყანის ადგილმდებარეობას, მისი ლანდშაფტის თითოეულ ელემენტს, რაც არა მარტო აცოცხლებს ამ გარემოს, არამედ განუმეორებელ და ინდივიდუალურ სახეს ანიჭენს მის განაშენიანებას. აღნიშნული პროექტის დადებითი მხარეებია: გაშლილი სივრცე, დაბალი განაშენიანება და, რაც მთავარია, ფუნქციურობა. აქ თითოეული დეტალი გათვლილია და მორგებულია ადამიანის ესთეტიკაზე, მის პრაქტიკულობასა და მაქსიმალური კომფორტის შექმნაზე.
„სიმეტრია პარკი“ სულ 33 ინდივიდუალური სახლის მშენებლობას გეგმავს. თითოეული მათგანი 3 სართულსა და 333 კვ.მ ფართობს მოიცავს. სახლების ნაწილს სარდაფის ტიპის სათავსოც გააჩნია, სადაც მობინადრის სურვილის მიხედვით მარანი ან სხვა დანიშნულების სივრცე მოეწყობა. „სიმეტრია პარკის“ ინდივიდუალური სახლები 150 კვ.მ შიდა და გარე ეზოებთან ერთად ინდივიდუალურ საცურაო აუზებს, შიდა და გარე საპარკინგე ადგილებსა და აგრო, ბრიტანულ და კლასიკურ ბაღებსაც ითვალისწინებს. სახლების საერთო ეზოდან გამავალი ბილიკი პირდაპირ უერთდება 2000 კვ.მ-ზე გადაშლილ ცენტრალურ პარკს.
კომპანიამ ინტერიერისა და ექსტერიერის დეტალების სწორი გათვლით, შენობების ფუნქციური და სწორი განლაგებით უზრუნველყო მისი ენერგოეფექტურობა, რაც შესაძლებელს ხდის სეზონურად გაწეული კომუნალური ხარჯების მინიმუმამდე შემცირებას. ამას გარდა „სიმეტრია პარკის„ ინდივიდუალური სახლები აღჭურვილია JA-Solar-ის ბრენდის მზის პანელებით, რაც გულისხმობს, რომ ცალკეული სახლის სახურავზე განთავსებული 5,46 კილოვატი სიმძლავრის მზის ელექტრო-სადგური წელიწადში მოგცემთ 7100 კვ.სთ. ენერგიას, რის შედეგადაც შეძლებთ წელიწადში დაზოგოთ კომუნალური ხარჯები დაახლოებით 1800 ლარით. ამას დამატებით ხელს უწყობსფანჯრებისა და ვიტრინების განლაგებაც, რომლებიც ერთსა იმავე დროს ბუნებრივი სინათლის წყაროცაა და ლამაზი ეზოს ელემენტებიც შემოაქვს ინტერიერში.
ოქროყანის ბუნებასთან სიახლოვეს გაგრძნობინებთ თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილ სკვერებსა და საბავშვო სივრცეებში დასვენება, საფეხმავლო თუ ველო ბილიკებზე სიარული, სპორტულ დარბაზებსა და გარე სივრცეებში სხვადახვა აქტივობა, საპიკნიკე ადგილებში მეგობრებთან და ახლადშეძენილ მეზობლებთან ერთად სასიამოვნო დროის გატარება და რაც მთავარია - უსაფრთხო გარემოს შეგრძნება. ტერიტორიის 24 საათიანი დაცვა, სათვალთვალო სისტემები თქვენი ოჯახის, სახლისა და ქონების დაცვის გარანტიაა.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სიკეთეების გარდა კერძო ინდივიდუალური სახლის მთავარი უპირატესობაა, რომ ყოველთვის, ამინდისა თუ სეზონის მიუხედავად, მიგეჩქარება ბუნებისა და სიმშვიდისკენ, სადაც შენი მყუდრო სახლი გეგულება, სადაც დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლია დატკბე ჟანგბადითგაჯერებული ჰაერით, ულამაზესი ხედებითა და სიმშვიდით.
რასაკვირველია ყველას თავისი შეხედულება აქვს კომფორტსა და იდილიაზე, თუმცა არსებობს ფაქტობრივად წესად ქცეული გამოცდილებები, რომლის გათვალისწინებაც აუცილებლად ღირს და თუ თქვენ ეძებთ ინდივიდუალურ სახლს თბილისის სიახლოვეს, ყველა ამ მოთხოვნასა და კომფორტს დაგიკმაყოფილებთ „სიმატრია პარკის“ ოქროყანის პროექტი, რაც უპირობო გარანტი იქნება თქვენი იდილიისა.