სიახლეები

გამოქვეყნების თარიღი
სიმეტრია პარკის აპარტამენტები - რატომ უნდა აირჩიოთ ის?

ფენ შუის შესახებ გსმენიათ? ეს ძველი აღმოსავლური ფილოსოფიური სისტემაა, რომელიც დაახლოებით 3000 წლის წინ ჩინეთში ჩამოყალიბდა. პირდაპირი თარგმანით Feng ნიშნავს ქარს, ხოლო Shui წყალს - ამას, ბუნებრივია, სიმბოლური დატვირთვა აქვს, რადგან ჩინურ კულტურაში წყალი და ქარი უმნიშვნელოვანესი ელემენტებია და ასოცირდება ჯანმრთელობასთან. ზოგადად კი ფენ შუი არის წარმატებისა და ბედნიერების ხელოვნებაა.

სახლის არქტიქტურული გეგმარებისა და ინტერიერის მოწყობისას უმნიშვნელოვასი როლი ენიჭება აღმოსავლეთ აზიაში ამ ფილოსოფიას. იგივე ეხება შიდა და გარე დეკორსაც, ფერებს და შემდგომ უკვე ნივთების განლაგებას. მნიშვნელოვანია, რომ ეს პრინციპი მიესადაგება ნებისმიერ სტილსა და დიზაინს. 

ძველი ჩინეთისგან განსხვავებით, აღნიშნული მიმდინარეობა  დღესდღეობით ევროპაში და მათ შორის საქართველოშიც საკმაოდ პოპულარული გახდა. ძალიან ბევრი ადამიანი სწორედ ფენ შუის პრინციპებითა და მიდგომებით აწყობს საკუთარ გარემოს.

 

სწორედ ამიტომ, ახალი საცხოვრებელი სახლის მოწყობისას, მნიშვნელოვანია, ფენ შუის ხელოვნებაც გაითვალისწინოთ. სახლი კი ისეთი შეარჩიოთ, რომელც გამოირჩევა ნათელი ოთახებით, აქვს დიდი სივრცე და ახლოსაა ბუნებასთან, შედარებით მოშორებით კი ქალაქის ხმაურისგან.

ასეთი სახლის პოვნა “სიმეტრია პარკში” შეგიძლიათ.

 

„სიმეტრია პარკი“  15 000 კვ/მ ფართობზეა განთავსებული და 55 ბინასა და 31 ინდივიდუალურ სახლს - თაუნჰაუსებს აერთიანებს:

 

2000 კვადრატულ მეტრზე გაშლილი ცენტრალური პარკი;

ენდემური ჯიშის, ანტიალერგიული მცენარეებით გამწვანებული ქუჩები და ეზო;

სათამაშო მოედანი;

მოსასვენებელი სივრცეები;

 

აქ ნამდვილად იპოვით გარემოს, სადაც შეძლებთ ფენ შუის ხელოვნების გამოყენებასთან ერთად ბუნებას უფრო დაუახლოვდეთ. "სიმეტრია პარკში" დაგხვდებათ - თანამედროვე დიზაინის ენერგოეფექტური შენობები, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და გამწვანებული სივრცეები სოციალიზაციისთვის.

 

ამას გარდა, თანამედროვე საცხოვრებელი უბანი უზრუნველყოფილია ველობილიკით, სკვერით, მრავალფუნქციური საბავშვო მოედნით, სპორტული დარბაზით, აფთიაქითა თუ იოგას დარბაზით. ასევე, ბინები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

 

როდესაც ფენ შუიზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სახლის შეძენის დროს რამდენიმე წესი უნდა გავითვალისწინოთ. მაგალითად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახლში რაც შეიძლება მეტი მზის სხივი და დღის შუქი შემოდიოდეს. მისაღებ ოთახს ჰქონდეს დიდი ფანჯრები, რომ ის ხშირად გასუფთავდეს, საძინებელ ოთახი უნდა იყოს მყუდრო და მინიმალისტურად მოწყობილი, გადატვირთული დეტალებისა და დეკორის გარეშე. ასეთი სახლის შეძენა, რა თქმა უნდა, არც ისე მარტივია, რადგან ბოლო დროს თბილისის ურბანულ არქიტექტურას თუ თვალს გადავავლებთ, ვნახავთ, რომ ჭარბობს მცირე, სტუდიოს ტიპის ბინები, პატარა ფანჯრებითა და აივნებით.

 

თუმცა, როგორც უკვე გითხარით, ჩვენი გემოვნებისა და სტილის აპარტამენტები თავისუფლების მოედნიდან სულ რამდენიმე წუთში შეგიძლიათ მონახოთ. 

 

„სიმეტრია პარკის” პრემიუმ კლასის აპარტამენტები გამორჩეულია ნათელი ოთახებით, დიდი ვერანდებით, თუ ბუნების ხედებით. ის ასევე, უზრუნველყოფილია ყველა პირობით, რაც იდეალური საცხოვრებელი გარემოსთვისაა საჭირო, იქნება ეს წყალგაყვანილობა, ბუნებრივი აირი, კომპლექსის ინფრასტრუქტურა, ექსტერიერზე ალუმინის მაღალხარისხიანი კარ-ფანჯარაა, საკომუნიკაციო ქსელები, გამართული ელექტროგაყვანილობის შიდა ქსელი თუ მოჭიმული იატაკი.

 

ეს იმ მიზეზთა მცირე ჩამონათვალია, რომელიც ნათლად გვაჩვენებს, თუ რატომ უნდა ავირჩიოთ “სიმეტრია პარკის” აპარტამენტები, თუმცა კი ეს სია, რა თქმა უნდა, აქ არ სრულდება:

 

▪️ მთაწმინდის პარკი საცხოვრებელი უბნდან სულ რაღაც 5 წუთშია;

▪️ მას  სამანქანო და საფეხმავლო ბილიკებით უკავშირდება კუს ტბა ;

▪️ ბოტანიკური ბაღის მწვანე ლაბირინთებამდე "სიმეტრია პარკის" გზა პირდაპირ მიგიყვანს;

▪️ კოჯრის ტყე "სიმეტრია პარკში" დაბალანსებულ კლიმატს და სუფთა ჰაერს განაპირობებს.

 

საბოლოოდ, უნდა გვახსოვდეს, რომ სახლი არის სითბოს, ბედნიერების, ზრუნვისა და ურთიერთგაგების ადგილი. ადგილი, სადაც ვისვენებთ სამსახურისგან და აღვიდგენთ ძალებს. თუკი “სიმეტრია პარკი” ასეთ გარემოს შეგიქმნით და ცხოვრებას გაგიმარტივებთ, საფიქრალიც აღარაფერია.