სიახლეები

გამოქვეყნების თარიღი 25.06.2021
ახალი საცხოვრებელი უბანი, სადაც ყველა დეტალზე ნაფიქრია

იცოდი, რომ მთაწმინდის პარკიდან 5 წუთის სავალზე ახალი საცხოვრებელი უბანი - „სიმეტრია პარკი“  შენდება?
კოჯრის ტყისკენ მიმავალს, გზად შემოგხვდება ჩვენი პროექტი და აუცილებლად დაგაინტერესებს თუკი  თბილისის ცენტრის ხმაურმა გადაგღალა, ეძებ სიახლეს და ჯანსაღი ცხოვრებისკენ ხარ მიდრეკილი.
„სიმეტრია პარკი“ დახურული ტიპის საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც 2000 კვადრატულზე გაშენებული ცენტრალური პარკის გარშემო 31 ინდივიდუალურ კერძო სახლსა და ორ დაბალსართულიან კორპუსს უყრის თავს, სადაც 39 აპარტამენტი განთავსდება. უბნის ტერიტორიაზე არქიტექტურულად დახვეწილი ენერგოეფექტური შენობების გარდა, გამართული შიდა ინფრასტრუქტურა დაგხვდება - გამწვანებული ქუჩებით, განცალკევებული საავტომობილო გზით, ტროტუარებითა და ველობილიკით.

1. სოციალიზაციისთვის განკუთვნილი სივრცეები

„სიმეტრია პარკის“ ავტორები დიდ ხანს ფიქრობდნენ თუ როგორ შეიძლება შექმნა საცხოვრებელი გარემო, რომელიც ადამიანის კომფორტზე იქნება მორგებული და ამავდროულად,  ცხოვრების თანამედროვე იზოლირებულ სტილს ურთიერთობების დამყარებისთვის აუცილებელი სივრცეებით გაამრავალფეროვნებს. ქართული ურბანისტიკის ქაოტურმა განვითარებამ დაგვავიწყა ის, რომ მეზობლობა მნიშვნელოვანია, „სიმეტრია პარკში“ მაცხოვრებელს აქვს არჩევანის თავისუფლება გამარტოვდეს ან სოციალიზდეს საერთო მოხმარების სივრცეებში - სათამაშო მოედანი, ფანჩატურის ტიპის მოსასვენებელი სივრცე, საერთო სამუშაო სივრცე, სპორტ-დარბაზი, სპა ან ცენტრაური პარკი.

2. გამართული ინფრასტრუქტურა

თანამედროვე საცხოვრებელ უბანს უნდა ჰქონდეს გამართული ინფრასტრუქტურა, პარკინგი, დაცვის სისტემა ოჯახისა და სტუმრების უსაფრთხოებისთვის. ამას გარდა, უბანმა რომ სრულყოფილი სახე მიიღოს მნიშვნელოვანია ტერიტორიაზე განთავსდეს სუპერ-მარკეტი, აფთიაქი, საკონდიტრო და სხვა კომერციული სივრცეები, რაც „სიმეტრია პარკის“ საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე დაგხვდებათ.

„სიმეტრია პარკის“ ტერიტორიაზე ქუჩები ისეა მოწყობილი, რომ აქ ყველასთვისაა ადგილი - ეტლით მოსრგებლისთვის, ველოსიპედისთვის, ფეხით სეირნობისთვის და ავტომობილისთვის.
უბნის მაცხოვრებლებისთვის გამოყოფილია პარკინგის სივრცე, ხოლო სტუმრებისთვის გარე პარკირების ზონაა გათვალისწინებული.


3. გამწვანება

როცა ვამბობთ, რომ „სიმეტრია პარკში“ ყველა დეტალზე ნაფიქრია, ეს ასეა და ამაში ახლავე დარწმუნდებით. ცენტრალურ პარკს რომ ვაშებენთ კომპლექსის შუაგულში ეს უკვე გითხარით, მაგრამ ის არ გვიხსენებია, რომ პარკში ენდემური ჯიშის ანტიალერგიული მცენარეები დაირგვება. ჩვენმა გუნდმა გაითვალისწინა სეზონური ალერგიის ნიუანსი და თავიდანვე იზრუნა ამ პრობლემის გადაჭრაზე. ულამაზესი ხე-მცენარეები სპეციალურად შევუკვეთეთ იტალიელ და პოლონელ მებაღეებს. ლანდშაფტის დიზაინერებმა ბევრი იმუშავეს იმაზე, რომ პარკი ყოველ სეზონზე ლამაზი და ფერადი იყოს.

გამწვანების ისტორია ამით არ მთავრდება, კერძო ინდივიდუალური სახლის ეზოში მობინადრეებს ვთავაზობთ სამი ტიპის ბაღის მოწყობას - კლასიკური, აგრო ან ბრიტანული ბაღის.
აპარტამენტებისთვის განკუთვნილი შენობის წინ იაპონური ბაღის ულამაზეს ლანდშაფტს შემოგთავაზებთ.

თბილისის აქტიური ტემპის ფონზე, აუცილებელია ცხოვრობდე გამართულ ურბანულ გარემოში, რომელიც შენობების კეთილმოწყობის გარდა ადამიანის საჭიროებებსაც უნდა პასუხობდეს. ბუნების პანორმალური ხედები, სუფთა ჰაერი,  სიახლოვე რეკრეაციულ ზონებთან და ქალაქის ცენტრთან, გადამწყვეტი კომპონენტებია ახალი საცხოვრებელი გარემოს შესარჩევად.