სიახლეები

გამოქვეყნების თარიღი 25.02.2021
აპარტამენტები ხედით თბილისზე

რა ჯობია ისეთ აპარტამენტებში ცხოვრებას, საიდანაც ჩანს თბილისი გათენებისას. მოვარდისფროდ შეფერილი დაუვიწყარი პანორამული ხედების ფონზე ყავის დალევა დღის იდეალური დასაწყისია, რაც „სიმეტრია პარკში“ საცხოვრებლად გადმოსვლის შემთხვევაში თქვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდება.

  1. აპარტამენტები თბილისის ახალ საცხოვრებელ უბანში

ბუნების შუაგულში მშენებარე საცხოვრებელი უბანი „სიმეტრია პარკი“ გარემოს კიდევ უფრო გაამდიდრებს ანტიალერგიული ჯიშის მცენარეებით და 2000 კვ.მ-ზე გაშენებულ ცენტრალურ პარკში ენდემური ჯიშის მცენარეებს ააყვავებს.

 „სიმეტრია პარკის“ ტეროტორიაზე 2 დაბალსართულიანი შენობა განთავსდება, სადაც ჯამში 39 აპარტამენტი მოიყრის თავს.  ადგილმდებარეობით გამორჩეული, კეთილმოწყობილი საცხოვრებელი უბანი  თანამედროვე ადამიანის ყველა საჭიროებას უპასუხებს იქნება ეს, საერთო მოხმარების გამწვანებული სივრცეები მოსასვენებლად, გასართობად, სავარჯიშოდ თუ კომპლექსის ტერიტორიაზე მოქმედი პროფესიონალური სპორტ-დარბაზი, სპა სალონი და სხვა ბენეფიტები.  „სიმეტრია პარკის” პრემიუმ კლასის აპარტამენტები უზრუნველყოფილია ყველა პირობით, რაც იდეალური საცხოვრებელი გარემოსთვისაა საჭირო, იქნება ეს წყალგაყვანილობა, ბუნებრივი აირი, კომპლექსის ინფრასტრუქტურა, ბელგიური პრემიუმ ბრენდის „რეინეარსის“ ალუმინის ვიტრაჟული კარ-ფანჯარა, საკომუნიკაციო ქსელები, გამართული ელექტროგაყვანილობის შიდა ქსელი თუ მოჭიმული იატაკი... ეს ყველაფერი არ არის,  მომავალში თქვენი უზრუნველი ცხოვრებისთვის გათვალისწინებულია ბრენდული სუპერ-მარკეტის, აფთიაქის, საკონდიტროს ან კაფის მოწყობა კომპლექსის კომერციულ ფართებში. 

ცალკე აღნიშვნის ღირსია ჩვენი პროექტის არქიტექტურა და გეგმარება, რომელიც მორგებულია დიზაინერულ ტრენდებს, მაღალ სამშებელო სტანდარტებსა და სივრცის მაქსიმალურად ფუნქიონალურობის კონცეფციაზე.

 

  1. დაცული გარემო, გამართული ინფრასტრუქტურა და ჰარმონიული ცხოვრების სტილი

 

პანდემიის პირობებში სახლმა შეიძინა ერთგვარი „ციხესიმაგრის“ ფუნქცია, ამიტომ აუცილებელი გახდა ცხოვრობდე ისეთ უბანში, სადაც პარკი და ღია მოსასვენებელი სივრცეებია მოწყობილი. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საცხოვრებელი კომპლექსი, რომელშიც სამომავლოდ ბინას შეიძენთ, შიდა კეთილმოწყობილი აპარტამენტების გარდა  კიდევ ბევრ ღირებულ და მნიშვნელოვან სერვისებს გთავაზობდეთ.

„სიმეტრია პარკი” ამ მხრივაც განსაკუთრებულია. კომპანიის მიერ შექმნილი პრემიუმ ხარისხის საცხოვრებელი კომპლექსი ერთ უმთავრეს კონცეფციას ემყარება - “ჰარმონია შინ და გარეთ”. ეს ნიშნავს, რომ რამდენადაც უზრუნველყოფილი და სრულად მოწყობილია ის მწვანე კარკასი, რომელსაც ჩაბარების დროს კომპანია გთავაზობთ, იმდენად წესრიგში მოყვანილია მისი გარე სივრცეებიც. „სიმეტრია პარკის" აპარტამენტები თბილისის რეკრეაციულ უბანში ნიშნავს, რომ თქვენი თანამედროვე საცხოვრებელი უბანი უზრუნველყოფილია ველობილიკით, სკვერით, მრავალფუნქციური საბავშვო მოედნით, სპორტული დარბაზით, აფთიაქითა თუ იოგას დარბაზით. ასევე, ბინები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

„სიმეტრია პარკის“ ტერიტორიაზე ცხოვრება ნიშნავს ოჯახის ყველა წევრისა და სტუმრების უსაფრთხოებას, რადგან ჩვენთან 24-საათიანი დაცვის სისტემა მოქმედებს ვიდეო მონიტორინგის სახით. ამასგარდა, მობინადრეებს მოემსახურება მებაღე, რომელიც  მწვანე საფარის მოვლას უზრუნველყოფს. სერვისებში გათვალისწინებულია ტერიტორიის დასუფთავება, ლიფტების ტექნიკური მომსახურება.

შეგიძლიათ დღეები მშვიდად და ხალისიანად გაატაროთ შინ - აქ ყველა დეტალზე ნაფიქრია იმისთვის, რომ თავი კარგად იგრძნოთ.

 

  1. უნიკალური ადგილმდებარეობა

 

თუ ჯერ კიდევ არ გადაგიწყვეტიათ „სიმეტრია პარკში“ აპარტამენტების შეძენა, ადგილმდებარეობა არის ზუსტად ის მიზეზი, რაც ყველა დილემას გადაგიჭრით. „სიმეტრია პარკი“ იდეალური დისტანციითა დაშორებული ქალაქის შუა გულს, ჩვენგან  თავისუფლების მოედანზე სულ რაღაც 8 წუთში აღმოჩნდები. ამის მიუხედავად, მოშორებით ხარ ქალაქის ხმაურისგან, სუნთქავ „სიმეტრია პარკის“ მოსაზღვრე კოჯრის ტყის ჰაერს და ;საავტომობილო თუ საფეხმავლო ბილიკებით უკავშირდები ისეთ რეკრეაციულ ზონებს როგორებიცაა - მთაწმინდის პარკი, კუს ტბა და ბოტანიკური ბაღი.

თუ გაღიზიანება, დაძაბულობა და ძილის პრობლემები  დედაქალაქში ცხოვრების განყოფელი ნაწილია, „სიმეტრია პარკში“ ცოხვრება მათგან გათავისუფლების ყველაზე ჭკვიანური გზაა.  

 

სწორედ ამიტომ, გადაწყვიტა „სიმეტრია პარკის” გუნდმა არჩევანი მშენებლობის დაწყებისას ოქროყანაზე შეეჩერებინა:

  • ოქროყანა იდეალურია მათთვის, ვისაც ეკოლოგიურად სუფთა გარემოში და თბილისის ცენტრთან ახლოს სურს ცხოვრება;
  • კოჯრის ტყის კლიმატი ორგანიზმის სწორ ფუნქიონირებას უწყობს ხელს, ამშვიდებს და აჯასაღებს როგორც სხეულს, ისე გონებას;
  • „სიმეტრია პარკიდან“ თბილისის ყველაზე ლამაზი პანრამული ხედები იშლება;

 

აპარტამენტები ასოცირდება კომფორტთან, მითუმეტეს თუ  ის ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს, სადაც უბნიდან გასვლაც არ დაგჭირდება სურვილების ასასრულებლად.  „სიმეტრია პარკშ“ ყველაფერი ერთ სივრცეშია თავმოყრილი და ჰარმონიული ცხოვრების წინაპირობაა.