სიახლეები

გამოქვეყნების თარიღი 13.12.2021
ოქროყანაში რეკრეაციულ სამკუთხედში მოქცეული უნიკალური საცხოვრებელი უბანი სიმეტრია პარკი შენდება

საცხოვრებელი კომპლექსი „სიმეტრია პარკი“, რომელიც აერთიანებს ინდივიდუალურ სახლებს, სკვერებს, სამუშაო სივრცეებს, სავაჭრო ობიექტებს, შენდება კუს ტბის, ბოტანიკური ბაღისა და ფუნიკულიორის შუაგულში, ეკოლოგიურად სუფთა და დაცულ გარემოში.

 

პროექტის განხორციელებისას დეველოპერული კომპანიის პრიორიტეტი იყო ისეთი მდებარეობის შერჩევა, რომელიც მთავარი რეკრეაციული ზონა იქნებოდა, ამ მიზნით არჩევანი შეჩერდა ოქროყანაზე, რომელიც თავისუფლების მოედნიდან რვა წუთის სავალზე მდებარეობს. ქალაქის ხმაური და მანქანების გამონაბოლქვი მაცხოვრებლებს არ უქმნის პრობლემას, რადგფან საოცრად განსხვავებული სუფთა ეკოლოგიური გარემოა, მთაწმინდის გამორჩეული მიკროკლიმატით, მწვანე ნარგავებით, კეთილმოწყობილი საფეხმავლო და ველო ბილიკებით, სხვადასხვა ტიპის სკვერებით და კოჯრის ტყიდან მონაბერი ჰაერით. ეს არ არის მხოლოდ ინდივიდუალური საცხოვრებელი უბანი, ეს არის ცხოვრების თანამედროვე და კომფორტული სტილი. კომპლექსში ყოველი დეტალია გათვალისწინებული ჰარმონიული ცხოვრებისთვის. შექმნილი გარემო და კითილმოწყობილი ინფრასტრუქტურა, მაღალკვალიფიციური მომსახურება, მას განსაკუთრებულ უპირატესობას ანიჭებს.

 

„სიმეტრია პარკის“ ეკოლოგიურ განვითარებაზე იმუშავა ლანდშაფტის დიზაინერმა- გვანცა ხელაძემ, რომელმაც „ინტერპრესნიუსთან“ განმარტა: „კომპანიამ ტერიტორიის კეთილმოსაწყობად მასშტაბური სამუშაოები შეასრულა. სუფთა ჰაერი, მწვანე ნარგავები, ცენტრალური პარკი, სარეკრეაციო დასასვენებელი სივრცეები- განსაკუთრებით მიმზიდველსა და სასურველს ხდის საცხოვრებელ ადგილს. აქ ცხოვრება ოთხივე სეზონზე სასიამოვნო და კომფორტულია, ვფიქრობ, ჩვენი მიზანი შესრულებეულია და თბილისს კიდევ ერთი თანამედროვე განვითარებული კომპლექსი შეემატა“

 

ტერიტორიის დასუფთავებასა და უსაფრთხოებაზე მუდმივად იზრუნებს კომპანია „ბრავა“, რომელიც სამუშაოების შესრულებისას გაითვალისწინებს მაცხოვრებელთა მოთხოვნილებებს და ინტერესებს.

 

კომპანიის საცხოვრებელი სახლები მეტად ხელსაყრელია საინვესტიციოდაც, ის ფაქტი, რომ კომპლექსი მდებარეობს დედაქალაქის ცენტრთან, თავისუფლების მოედანთან ძალიან ახლოს, კიდევ უფრო ზრდის უცხოელთა დაინტერესებას უძრავი ქონების მიმართ.

 

საცხოვრებელი ბინებისა და ინდივიდუალური სახლებისაყიდვა უკვე დაწყებულია, კომპანია მსურველებს სთავაზობს მათთვის საინტერესო და ხელსაყრელ პირობებს. შესყიდვის მსურველებს შეგიძლიათ შეავსოთ განცხადების ფორმა, რის შემდეგაც დაგიკავშირდებათ კომპანიიის წარმომადგენელი.