სიახლეები

გამოქვეყნების თარიღი 02.04.2021
პრემიუმ კლასის აპარტამენტები ქალაქის შემოგარენში

ერთ-ერთ ქართველ მხატვართან პირადი საუბრის დროს მახსოვს, მისგან ერთი საინტერესო ფრაზა მოვისმინე, რომ ყოველთვის, როცა ფუნჯს  ვიღებ ხელში, აუცილებელია, ვგრძნობდე, რომ გარშემო ყველაფერი წესრიგშია, ხმაურისგან თავისუფალ სივრცეში მარტო ვარ და შემოქმედებით პროცესში ხელს არაფერი მიშლისო. ყველა ხელოვანს თავისებური გარემო სჭირდება. გარემო, სადაც იგრძნობს, რომ კრეატიულ პროცესს არაფერი შეაჩერებს და დააბრკოლებს. ზოგისთვის ეს დიდი ვერანდაა, ლამაზი ხედებით, ზოგისთვის კი მცირე ოთახი და პატარა მოლბერტიც საკმარისია. მთავარია, იპოვო შენი მცირე კომფორტის ზონა. ხელოვნება კი მხოლოდ მუსიკის კომპოზიციის შექმნა და ფერად-ფერადი სკეჩების გაკეთება არ არის. ხელოვენებაა ყველა ის საქმე, რომელიც ბედნიერებას გვანიჭებს და სულიერ სიმშვიდეს გვგვრის. იქნება ეს გემრიელობების დაცხობა, ფინანსური ანგარიში, თუ დილა-საღამოს იოგათი დაკავება. ყველაფერი, რაც დღეს გვიხალისებს და სამუშაოს ჰობად გვიქცევს - ხელოვნებაა.

მშვიდად მუშაობისთვის, თუ სახლში ფუსფუსისთვის კი ერთი მნიშვნელოვანი ინგრედიენტის არსებობაა საჭირო - სიყვარული, სიყვარული იმ გარემოსი, სადაც დროის დიდ ნაწილს ვატარებთ. სამუშაოს, სკოლის, თუ უნივერსიტეტის შემდეგ კი ჩვენი დღის ძირითადი ნაწილი სახლში ვართ ოჯახის წევრებთან მეგობრებთან და ერთად.

“სიმეტრია პარკის” პრემიუმ კლასის აპარტამენტები ქალაქის შემოგარენში სამი მიზეზითაა გამორჩეული:

 

  1. კეთილმოწყობილი აპარტამენტები თბილისის რეკრეაციულ უბანში

ბუნება და კეთილმოწყობილი თანამედროვე საცხოვრებელი აპარტამენტები გამორჩეული ადგილმდებარეობით დღეს თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. „სიმეტრია პარკის” პრემიუმ კლასის აპარტამენტები უზრუნველყოფილია ყველა პირობით, რაც იდეალური საცხოვრებელი გარემოსთვისაა საჭირო, იქნება ეს წყალგაყვანილობა, ბუნებრივი აირი, კომპლექსის ინფრასტრუქტურა, ექსტერიერზე ალუმინის მაღალხარისხიანი კარ-ფანჯარაა, საკომუნიკაციო ქსელები, გამართული ელექტროგაყვანილობის შიდა ქსელი თუ მოჭიმული იატაკი... ყველაფერი, რაც მომავალში თქვენს უზრუნველ ცხოვრებას და მშვიდ გარემოს უზრუნველყოფს, უკვე მოწყობილი და გამართულია პრემიუმ კლასის აპარტამენტებში. მნიშვნელოვანია, ასევე, აღინიშნოს, რომ „სიმეტრია პარკი“  15 000 კვ/მ ფართობზეა განთავსებული და 55 ბინასა და 31 ინდივიდუალურ სახლს - თაუნჰაუსებს აერთიანებს. „სიმეტრია პარკის” დაგეგმვისა და მშენებლობის პროცესში ერთი უმთავრესი რამ არის გათვალისწინებული. ეს არის ხარისხი, რომელსაც ეს კომპანია სთავაზობს ბინადრებს. ხარისხი, ხომ, „სიმეტრია პარკის“ მთავარი სავიზოტო ბარათია! ის  სრულებით  შეეფარდება 21-ე საუკუნის ადამიანის მოთხოვნებსა და სურვილებს როგორც გარე, ისე შიდა არქიტექტურითა და დიზაინით.  “სიმეტრია პარკის” პრემიუმ ხარისხის კომპლექსი უმაღლესი დონის სამშენებლო მასალებითაა აგებული და მოსაპირკეთებული.

 

  1. უსაფრთხო, მოწესრიგებული, სასიამოვნო ინფრასტრუქტურა და ატმოსფერო

 

სახლში ყოფნა, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, ნიშნავს, რომ სწავლამ, მუშაობამ, თუ განტვირთვამ ერთ სივრცეში გადმოინაცვლა. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საცხოვრებელი კომპლექსი, რომელშიც სამომავლოდ ბინას შეიძენთ, შიდა კეთილმოწყობილი აპარტამენტების გარდა  კიდევ ბევრ ღირებულ და მნიშვნელოვან სერვისებს გთავაზობდეთ.

სიმეტრია პარკი” ამ მხრივაც განსაკუთრებულია. კომპანიის მიერ შექმნილი პრემიუმ ხარისხის საცხოვრებელი კომპლექსი ერთ უმთავრეს კონცეფციას ემყარება - “ჰარმონია შინ და გარეთ”. ეს ნიშნავს, რომ რამდენადაც უზრუნველყოფილი და სრულად მოწყობილია ის მწვანე კარკასი, რომელსაც ჩაბარების დროს კომპანია გთავაზობთ, იმდენად წესრიგში მოყვანილია მისი გარე სივრცეებიც. „სიმეტრია პარკის" აპარტამენტები თბილისის რეკრეაციულ უბანში ნიშნავს, რომ თქვენი თანამედროვე საცხოვრებელი უბანი უზრუნველყოფილია ველობილიკით, სკვერით, მრავალფუნქციური საბავშვო მოედნით, სპორტული დარბაზით, აფთიაქითა თუ იოგას დარბაზით. ასევე, ბინები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

ამ ყველაფერთან ერთად “სიმეტრია პარკი” უზრუნველყოფს სხვადასხვა ტიპის სერვისებსაც, როგორიცაა: ტერიტორიის 24-საათიანი დაცვა, ვიდეო-უსაფრთხოების სისტემა, მწვანე საფარის მოვლა, ტერიტორიის დასუფთავება, ლიფტების ტექნიკური მომსახურება, ანტიალერგიული მცენარეები, ოთხ სეზონიანი მრავალფეროვანი გამწვანება და სხვ.

შეგიძლიათ დღეები მშვიდად და ხალისიანად გაატაროთ სახლში, თავს დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნობთ. თქვენს საცხოვრებელ ტერიტორიაზე კი მუდმივად ზრუნავს კომპანია, რომლის მთავარი პრიორიტეტი ადამიანი და  მისთვის კომფორტის პირობების შექმნაა.

 

  1. ადგილმდებარეობა

 

და მივედით ერთ-ერთ უმთავრეს ნაწილამდე. ის, რაც პირველ რიგში განსაზღვრავს, შევიძენთ თუ არა ბინას, რომელიც მოგვწონს - მისი ადგილმდებარეობაა.

დღეს ყველა ვთანხმდებით, რომ ქალაქში ცხოვრება ძალიან სწრაფი ტემპით მიედინება. ხშირია დაძაბულობა და სტრესი. სხვადასხვა კვლევებს თუ დავუჯერებთ, შფოთვა და დეპრესია 30–40 პროცენტით მეტჯერ გვხვდება ქალაქის მაცხოვრებლებში. გაღიზიანება, დაძაბულობა და ძილის პრობლემები კი დედაქალაქში ცხოვრების განყოფელი ნაწილია.

 

ამ ფაქტების გათვალისწინებით „სიმეტრია პარკის” გუნდმა არჩევანი მშენებლობის დაწყებისას ოქროყანაზე შეაჩერა. ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა:

  • ოქროყანა საუკეთესო ადგილია მათთვის, ვისაც ეკოლოგიურად სუფთა გარემოში სურს ცხოვრება;
  • კოჯრის ტყის კლიმატი და ბუნებასთან სიახლოვე ნამდვილად იმსახურებს განსაკუთრებულ აღნიშვნას
  • ეს ადგილი საშუალებას გაძლევთ, თქვენი განჯრებიდან თუ ვერანდიდან გადახედოთ ულამაზეს ხედებს თბილისზე;
  • რეკრეაციულ ზონასთან ცხოვრება უპირობოდ მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც სურს ქალაქის ხმაურსა და მტვერს გაექცეს;
  • ქალაქის ცენტრიდან 8 წუთის სავალზე ცხოვრება მნიშვნელოვნად ამარტივებს ყოველდღიურობას;
  • ოქროყანა იდეალურია, როგორც საცხოვრებლად, ისე დასასვენებლად.

 

საბოლოოდ, თუ უპირატესობას ანიჭებთ მშვიდ, მოწყობილ და ყველა საჭიროებებით უზრუნველყოფილ გარემოს, თუ ფიქრობთ თქვენი ოჯახის წევრების კეთილდღეობასა და სიმშვიდეზე, გახსოვდეთ, რომ „სიმეტრია პარკის“ თანამედროვე უბანი, რომელიც რამდენიმე შენობას აერთიანებს რეკრეაციულ ზონებში პანორამული ხედებით თბილისსა და შესანიშნავ ბუნებაზე, აუცილებლად მოახერხებს, რომ თქვენი ყოველდღიურობა ერთ საინტერესო და თავგადასავლებით სავსე ისტორიად აქციოს.