სიახლეები

გამოქვეყნების თარიღი 15.01.2021
სიმეტრია პარკში ცხოვრების უპირატესობები - რატომ უნდა გქონდეთ სახლი ქალაქის ხმაურისგან მოშორებით?

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სულ უფრო მეტი ადამიანი ტოვებს ხმაურიან ცენტრს და გადადის წყნარ ადგილებში საცხოვრებლად. ეს ტენდენცია მსოფლიოს არა ერთ ნაწილში შეინიშნება, მათ შორის საქართველოშიც. 

მიუხედავად ამისა, ნებისმიერი სახის ცვლილება შეიძლება რთული იყოს. სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ, გაეცანით 6 მიზეზს თუ რატომ უნდა გქონდეთ სახლი ქალაქის ხმაურისგან მოშორებით:

 

სიწყნარე

პირველი, რაც ნებისმიერ ადამიანს ცენტრისგან მოშორებით ყოფნაზე ახსენდება, არის სიწყნარე. ქალაქთან შედარებით ბუნებაში, სადაც არც მანქანების ხმაური გაწუხებთ და არც სწრაფი ცხოვრების „ჩქეფის“ ხმა ისმის, უფრო მარტივად შეძლებთ მოსვენებას და ბუნებასთან დაახლოებას. სიმეტრია პარკში თანამედროვე საცხოვრებელი სტანდარტები იდეალურადაა შეხამებული ბუნების ჰარმონიასთან.

 

 

სუფთა ჰაერი

ქალაქში მანქანები მხოლოდ სიმშვიდეს არ არღვევენ. ნებისმიერმა ადამიანმა იცის, რომ 21-ე საუკუნის ქალაქებში ჰაერი დაბინძურებულია. 

სიმეტრია პარკის უნიკალური ლოკაცია საშუალებას გაძლევთ, ქალაქის ცენტრიდან 8 წუთის სავალზე იცხოროთ მშვიდ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. კოჯრის ტყის გამორჩეული ჰაერი და დაბალანსებული კლიმატი იდეალურ პირობებს ქმნის ჯანსაღი ცხოვრებისთვის. სიმეტრია პარკის ლოკაცია განსაკუთრებულია იმითაც, რომ იგი საფეხმავლო ბილიკებითა და სამანქანო გზით დაკავშირებულია მთაწმინდის პარკთან, ბოტანიკურ ბაღთან და კუს ტბასთან.

 

მეტი სივრცე

ქალაქის ცენტრიდან მოშორებით ცხოვრება ასევე მეტ სივრცესაც გულისხმობს. სიმეტრია პარკის თაუნჰაუსებში, 333 კვადრატული მეტრის საცხოვრებელ ფართთან ერთად გექნებათ 90 მ2 შიდა ეზო, 65 მ2 წინა ეზო და 21,1 მ2 ავტოფარეხი.

 

სიმეტრია პარკი

 

იდეალურია ოჯახისთვის

სიმეტრია პარკში ცხოვრება განსაკუთრებით სასიამოვნო შეიძლება იყოს ოჯახისთვის. სიმეტრია პარკში მშობლებს შვილების ჯანმრთელობაზე ზრუნვის უკეთესი შესაძლებლობა ეძლევათ. გარდა იმისა, რომ ჰაერი სუფთაა და ბავშვებს დაბინძურების პრობლემასთან შეხება აღარ ექნებათ, დიდი ეზოები და გაშლილი სივრცე იდეალურ პირობებს ქმნის მათი გართობისთვის. სიმეტრია პარკის პატარა ბინადრებისათვის შექმნილ სპეციალურ საბავშვო ოთახში კი პატარებს შეეძლებათ გაერთონ და ითამაშონ საინტერესო თამაშები.

შესანიშნავი ლოკაცია ხელსაყრელია პროექტის უფროსი ბინადრებისათვის. სიმეტრია პარკი თავისუფლების მოედნიდან სულ რაღაც რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს, რაც გაგიადვილებთ ყოველდღიურად  სამსახურში სიარულს.

 

ჯანსაღი ცხოვრება

პროექტში ყველაფერია გათვალისწინებული იმისათვის, რომ მოსახლეობამ ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვროს. 

  • სპორტული დარბაზი - სიმეტრია პარკის მაცხოვრებელთათვის  Panorama View-ს 1-ელ სართულზე მოეწყობა სპორტული დარბაზი
  • იოგას დარბაზი - სიმეტრია პარკის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ჰარმონიული გარემოს შექმნაა, ამისთვის საცხოვრებელ უბანში მოეწყობა იოგას დარბაზი, სადაც მობინადრეებს მშვიდ გარემოში, ოქროყანის ხეობის ხედის ფონზე შეძლებენ იოგით დაკავებას
  • სპა - დამღლელი დღის შემდეგ სპა პროცედურები იდეალური განტვირთვაა. სიმეტრია პარკის მაცხოვრებლებს შეეძლებათ სპა ოთახში ჩაიტარონ სარელაქსაციო პროცედურები და აღიდგინონ ენერგია

 

უსაფრთხოება

უსაფრთხოება ნებისმიერი ოჯახის ბედნიერებისთვის აუცილებელი წინაპირობაა. ამიტომაც საცხოვრებელი ადგილის არჩევისას კომპლექსის დაცულობას დიდი ყურადღება ექცევა.

  • ვიდეოდაკვირვების სისტემა - ვიდეოთვალებით მონიტორინგის სისტემა, რომელიც უსაფრთხოების სტანდარტების მუდმივ შენარჩუნებას
  • სახანძრო სისტემები - პროექტში გათვალისწინებულია ყველა საერთაშორისო რეკომენდაცია და სახანძრო სისტემები გამართულია უსაფრთხოების ყველა სტანდარტის დაცვით
  • ტერიტორიაზე შეშვება - პროექტის ტერიტორიაზე შესვლა მხოლოდ მობინადრეებსა და მათ სტუმრებს შეეუძლიათ
  • 24 საათიანი უსაფრთხოება - პროექტირებისას ნაფიქრია ყველა იმ დეტალზე, რომლებიც მოსახლოების 24 საათიან უსაფრთხოებას უზრუნველყოფს